IDS Borjomi Georgia

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ქართული მინერალური წყლების ბაზარზე უდავო ლიდერია.

ჩვენს კომპანიაში – 600 თანამშრომელია. თითოეული ჩვენთაგანისთვის კომპანიის პორტფელში შემავალი მინერალური წყლის ბრენდები – არა მხოლოდ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტებია, არამედ ქვეყნის ნამდვილი ეროვნული საგანძური, რომელმაც გაუძლო დროს და მსოფლიომ საქართველოს იდენტურობის სიმბოლოდ აღიარა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ხელთ არის ქართული ბაზრის ლიდერი ბრენდი „ბორჯომი“, რომელსაც გააჩნია იმის პოტენციალი, რომ არაერთ საექსპორტო ბაზარზე უპირობო ლიდერად იქცეს.

ჩვენ როგორც მწარმოებლები, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილები და გავამართლოდ მათი მოლოდინი.

ჩვენ ვქმნით თანაბრად კომფორტულ ატმოსფეროს როგორც ჩვენი თანამშრომლებისათვის, ასევე მომხმარებლისათვის. ატმოსფეროს, რომელიც პასუხობს მათ მოთხოვნებს. ამ სტრატეგიით მუშაობა კი ახალი იდეების რეალიზაციისა და შემდგომი განვითარების საწინდარი ხდება.

ჩვენი პრიორიტეტი პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა.

ჩვენი მიზანი მომხმარებლის ნდობის გამართლება, შენარჩუნება და ზრდაა.

მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე, ვშრომობთ და ვცდილობთ, ერთი ნაბიჯით ყოველთვის ვუსწრებდეთ ჩვენს კონკურენტებს, რომელთაც ძალიან ვაფასებთ. კონკურენცია ბიზნესისთვის დიდი სტიმულია, ხოლო წესიერი თამაშის პრინციპები _ ბიზნესის კულტურის მაღალი სტანდარტი. ჩვენ ასევე პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და მკაცრად ვიცავთ ეთიკურ ნორმებს.

ჩვენ რაციონალურად ვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს, ჩვენს თავზე ვიღებთ ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის ინიციატივასა და პასუხისმგებლობას. ჩვენ აგრეთვე ვიღებთ პასუხისმგებლობას ბუნებრივ სიმდიდრეზე, რომელსაც კავკასიის მთებში უდევს ბინა. კომპანიის ყველა თანამშრომელი დიდი ყურადღებით ეკიდება ამ სერიოზულ მისიას. ჩვენს პრაქტიკაში მკაცრად ვიცავთ მაღალ სტანდარტებს.

კომპანიის შიგნით არსებული კომუნიკაცია, პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დონე _ მომწოდებლებთან, მყიდველებთან და საზოგადოებასთან ჩვენი საქმიანობის აუცილებელი ატრიბუტია.

ჩვენი მოგება მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესების მოდერნიზებისათვის, თანამშრომელთა მაღალი მოტივაციის შენარჩუნებისათვის, მათი სამუშაო პირობების სრულყოფისა და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის.