გათავისუფლდი ზედმეტისგან

მინერალური წყალი „ბორჯომი” ვულკანური წარმოშობის უნიკალური წყალია, რომელსაც ბუნების საჩუქარსაც კი ვუწოდებთ. „ბორჯომი“ 1500 მეტრის სიღრმიდან მოიპოვება, თუმცა გაცილებით უფრო ღრმად ფორმირდება. სწორედ მიწიდან ამოსვლის დროს ჯერდება წყალი უნიკალური მინერალებით. ვულკანური წარმოშობის მინერალების წყალობით „ბორჯომი“ საუკეთესოდ გაწმენდს თქვენს ორგანიზმს, მოგაცილებთ სიმძიმის უსიამოვნო გრძნობას და გაგათავისუფლებთ ზედმეტისაგან. უნიკალური ბუნებრივი თვისებების წყალობით „ბორჯომი“ არა მხოლოდ კლავს წყურვილს, არამედ ეფექტურად წმენდს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.

კვების ჰიგიენის სპეციალისტების აზრით, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (pH) ირღვევა და შესაბამისად მასში მჟავა ჭარბობს. “ბორჯომის” სისტემატური მიღება (pH) ხელს უწყობსბალანსის ნორმალიზებას და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. “ბორჯომი” აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის.

წყალი დაბალანსებული მინერალური შემადგენლობით გამოირჩევა, რაც შესაძლებელს ხდის მის ყოველდღიურ მოხმარებას.