ამბები, პრესრელიზები

პროექტი „იყავი ჯანმრთელი ბორჯომთან ერთად“ 2010 წლის სექტემბრიდან დიდი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მხარდაჭერით თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობა ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები. მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია განსხვავებული პროფილის ექიმებისგან (თერაპევტი, კარდიოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, დერმატო – ვენეროლოგი, ნევროლოგი, ოტორინო-ლარინგოლოგი, მამოლოგი, ექოსკოპისტი) ორ კვირაში ერთხელ შაბათ-კვირის ფორტმატში მუშაობს და ცდილობს ყველა მსურველს ჩაუტაროს უფასო სამედიცინო გამოკვლევა.

ამ პროექტის ფარგლებში უფასო სამედიცინო მომსახურება უკვე გაეწია ბორჯომის, ყვარელის, ჩოხატაურის, ვანისა და აბაშის 2000–ზე მცხოვრებს. უახოეს მომავალში ექიმთა ჯგუფი კოდაში გავა, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილები ცხოვრობენ.

გამოკვლეული პაციენტების ასაკობრივი ჯგუფები შემდეგნაირად იყოფა:

  • 5–დან – 17 წლამდე – 17 %
  • 17–დან – 45 წლამდე – 34 %
  • 45 წელზე ზევით – 49%

გამოკვლეულ პაციენტთა შორის გამოვლინდა შემდეგი სახის დაავადებები:

  • გულსისხლძარღვთა სისტემის – 21%
  • სასუნთქი სისტემის – 5%
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის – 12%
  • ენდოკრინული სისტემის – 13%
  • ოფთალმოლოგიური – 24%
  • ნერვული სისტემის – 19%
  • ენდოკრინული სისტემის – 13%
  • ოფთალმოლოგიური – 24%
  • ნერვიული სისტემის – 19%
  • შარდ–სასქესო სისტემის – 6%



“Cვენი კომპანიისთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოგეხსენებათ 2000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე შეძლო უფასო გამოკვლევების ჩატარება. დროული პროფილაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სულ მალე პროექტის პირველი ეტაპი დასრულდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ექიმს რომელმაც ჩვენს აქციაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად ვაპირებთ შევქმნათ მონაცემთა ბაზა, სადაც აღინუსხება კონკრეტული რაიონისთვის დამახასიათებელი ენდემური სურათი, რაც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა - განაცხადა „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ.

დაბრუნება წინა გვერდზე