ვულკანური წარმოშობა

„ბორჯომი“  ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომლის „ასაკიც“ ათასწლეულებს ითვლის. ის ნახშირორჟანგა გაზის დახმარებით მიწის ზედაპირზე 8-10 კმ. სიღრმიდან ამოდის. სხვა ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებისგან განსხვავებით, „ბორჯომი“ მიწის ქვეშ ვერ ასწრებს გაგრილებას და ზედაპირზე თბილი სახით ამოდის (37-41°С), „გზად“ კი კავკასიის მთების ქანებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით მდიდრდება.

„ბორჯომის“ მინერალური წყლის კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ იგი მიწის წიაღში მინერალიზებული, შედარებით ახალგაზრდა მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლებისგანაა ფორმირებული. ისმის კითხვა, როგორ იბადება წყალი მიწის წიაღში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გავიხსენოთ მიწისქვეშა წყლების წარმოშობის რამდენიმე თეორია. მაგალითად მარკ ვიტრუვი ამტკიცებდა, რომ მიწისქვეშა წყლები წარმოიქმნება იმ ატმოსფერული ნალექებისგან, როემლიც მთის ქანების გავლით აღწევენ მიწაში. უფრო გვიან, მსოფლიო ალაპარაკდა გერმანელი ინჟინერის ფოლგერის კონდენსაციის თეორიაზე, რომლის მხედვითაც მიწისქვეშა წყლები წარმოიქმნება ნიადაგში ატმოსფერული წყლის ორთქლის შესქელებით. ერთ-ერთი ბოლო, იუვენილური თეორია წამოყენებული იყო 1902 წელს ავსტრიელი გეოლოგის ე. ზიუსის მიერ, რომელმაც მთელი რიგი მტკიცებულებები მოიყვანა დედამიწის მაგმასთან ზოგიერთი მინერალური წყლის კავშირის შესახებ. მისი აზრით, გამდნარი მაგმიდან გამოყოფილი პროდუქტი გარემოში ხვდება უფრო დაბალი ტემპერატურით, კონდენსირდება და ქმნის იუვენილურ (ანუ პირველქმნილ) წყლებს, რომლებიც წყაროების სახით გადმოედინება მიწის ზედაპირზე. დღევანდელ დღეს იუვენილური თეორია სულ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. იუვენილური წყალი სუფთა სახით არ შეძლება მოხვდეს მიწის ზედაპირზე. ამოდის რა ზემოთ მთის ქანების ნაპრალებით, ხშირად ვულკანური წარმოშობის გაზების ზემოქმედებით შლის ამ ქანებს, მდიდრდება მარილებით და ირევა წყლისმატარებელ ჰორიზონტზე არსებულ სხვა მიწისქვეშა წყლებში, რომელთაც აქვთ განსხვავებული, ხშირად ინფილტრაციული წარმომავლობა. როგორც წესი, იუვენილური წყლები გადიან ხანგრძლივ და რთულ გზას, სადაც მათ შეუძლიათ არა მარტო გახსნან მინერალები, არამედ „გამოყონ” კიდეც ისინი, მონაწილეობა მიიღონ მათ წარმოქმნაში. ასე, რომ ყველაზე მრავალფეროვანი მინერალების წარმოშობა პირდაპირკავშირშია ვულკანური ხსნარების ზემოქმედებასთან. ქანებისა და წყლის ურთიერთშერწყმისა და ურთიერთგამდიდრების პროცესი ხსნის ვულკანური წყლების სახეობების მრავალფეროვნებას მათი მაკრო და მიკროკომპონენტების შემადგენლობით.

90-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი კვლევის პროცესში, რომელის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის მინერალურ წყალი გამოიკვლიეს, აღმოჩნდა რომ, მინერალური წყალი „ბორჯომი“ წყალბადის ზოგიერთი იზოტოპების თანაფარდობით, რომელიც ყველა მინერალურ წყალში არსებობს, კარდინალურად განსხვავდებოდა დანარჩენი საკვლევი წყლებისაგან. სწორედ ეს მონაცემები, ადასტურებს იმ იუვენილურის მნიშვნელოვანი წილის არსებობას ამ მინერალურ წყალში. მოგეხსენებათ, რომ „ბორჯომი“ უნიკალური წყალია, რომელსაც ჩვენ 1500 მეტრის სიღრმიდან მოვიპოვებთ, თუმცა მისი ფორმირება გაცილებით უფრო ღრმად, 8000 მეტრის სიღრმეზე ხდება. სწორედ, მიწიდან ამოსვლის დროს ჯერდება წყალი უნიკალური მინერალებით.