მოპოვება და წარმოება

„ბოჯომის“ მოპოვება

„ბორჯომის” თითოეული წვეთი შეუფასებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო კომიტეტმა 2006 წელს   2006-2031 წლების პერიოდისთვის მისი მოპოვების მოცულობა მკაცრად განსაზღვრა და დაამტკიცა. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო დღესდღეობით იმ რაოდენობის წყალს მოიპოვებს, რამდენის მოპოვებაც განსაზღვრული სტანდარტითაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ხეობაში მდებარე ათივე ჭაბურღილი თვითდენის რეჟიმში ფუნქციონირებს. ნახიშირორჟანგა გაზით ბუნებრივად გაჯერებული მინერალური წყალი მიწის ზედაპირზე თავისით ამოდის. 

„ბორჯომის“ წარმოება 

ჭაბურღილიდან მიღებული მინერალური წყალი 25 კილომეტრიანი მილსადენის მეშვეობით  ჩამომსხმელ ქარხანას მიეწოდება. მილსადენი მაღალი ხარისხის, უჟანგავი ფოლადითაა დამზადებული. ჩამომსხმელ ქარხანაში ხდება წყლის გაციება, მისი ბუნებრივი ნახიშირორჟანგა გაზით გამდიდრება და ბოთლებში ჩამოსხმა.

დღეს, ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხანა მუშაობს, რომელთაგან პირველი  „ბორჯომის“ მინის ბოთლებში, მეორე კი - მინერალური წყლის პოლიეთილენის ბოთლებში ჩამოსხმაზეა სპეციალიზებული. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე  ქარხნების სრული გადაიარაღება და მოდერნიზაცია მოხდა. სწორედ ამ სამუშაოების წყალობით ორივე ქარხანა ამ დარგის ლიდერია, როგორც გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით, ასევე, გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიების დონით.



„ბორჯომის“ N2 ჩამომსხმელი ქარხანა 


მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი, თანამედროვე, ევროპული ჩამომსხმელი ხაზები, რომლებიც საწარმოო პროცესის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, მინერალური წყლის „ბორჯომის”უზადო ხარისხის პირობაა.

კონტროლის სისტემა და სტანდარტები

„ბორჯომის“ ჩამოსხმა სრულად ავტომატიზებულ ტექნოლოგიურ ხაზებზე ხორციელდება. მათი სიმძლავრე წყლის რესურსის მთლიანად ათვისების შესაძლებლობას იძლევა. ორივე ქარხანაში, დამტკიცებულ პროცედურასთან და პერიოდულობასთან მკაცრ შესაბამისობაში ხდება პროდუქციის და ჭაბურღილიდან მოწოდებული წყლის ხარისხის შემოწმება, რისთვისაც შექმნილია თანამედროვე ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული კომპლექსი. ანალიზი ევროკომისიის სასმელი და მინერალური წყლის ხარისხის დირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად ხორციელდება.


„ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხანა

„ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხანა 


„ბორჯომის“ საბადოს ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგისათვის გამოიყენება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების - Gamma (საქართველო), Zenith Consulting (დიდი ბრიტანეთი), Antea (საფრანგეთი), SGS Institut Fresenius (გერმანია) მომსახურება. წყლის ნიმუშები გარე ლაბორატორიული ანალიზისათვის რეგულარულად იგზავნება თბილისში და იმპორტიორ ქვეყნებში.

სერტიფიკატი: ISO 22 000 

„ბორჯომის” ხარისხის კონტროლის სისტემა საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების სრულად გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა.  პროდუქტი მკაცრ კონტროლს გადის დაწყებული მოპოვებიდან და ჩამოსხმიდან, დამთავრებული გასაყიდ წერტილამდე. გარდა ამისა, ის სრულ შესაბამისობაშია ISO 22000 - ის პრინციპებთან (საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების შეფასების ყველაზე თანამედროვე სისტემა).