ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივხვდეთ ნამდვილია თუ არა „ბორჯომი“

„ბორჯომის“ სავაჭრო ნიშანმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. შეფუთვა უფრო დახვეწილი, თანამედროვე და კომფორტული გახდა. 

როგორც მინის, ასევე პლასტმასის ბოთლის ფერი, როგორც ადრე, ახლაც მოცისფრო-მომწვანოა. ე.წ. ქართული მწვანე ფერის (Georgian Green). 

„ბორჯომის“ შეფუთვაზე თვალსაჩინოა სამი სახის ეტიკეტი. ზემო ნაწილზე განთავსებულია ინგლისური წარწერა - Borjomi, ქვემოთ კი ქართული წარწერა „ბორჯომი“. ირემის გამოსახულება (რომელიც ძველ შეფუთვაზე ოთხ ადგილას იყო) განთავსებულია ამ ორ ეტიკეტს შორის, რელიეფური სიმბოლოთი. 

სიმბოლო - ირემი მწარმოებლის უცვლელი ატრიბუტია. უფრო სწორად, ახლა მისი ერთი რელიეფური გამოსახულებაა (ადრინდელ ბოთლზე ოთხი იყო) ბოთლის ცენტრში,ზედა და ქვედა ეტიკეტებს შორის. 

„ბორჯომის“ ბოთლის თავსახური თეთრი/გამჭვირვალე-თეთრი ფერისაა პლასტმასის ბოთლზე, ხოლო მინის ბოთლი დახუფულია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ვერცხლისფერი მეტალის თავსახურით, დამახასიათებელი თეთრი პლასტიკის რგოლით, რომელიც გახსნისას სამ ნაწილად იშლება. ორივე შემთხვევაში თავსახურზე, წითელ ფონზე, ამოტვიფრულია ინგლისური წარწერა Borjomi. 

ჩამოსხმის დრო, ვარგისიანობა და პარტიის ნომერი დატანილია ქვედა ეტიკეტის მარცხენა და მარჯვენა მხარეს. რაც, თავის მხრის, განპირობებულია საწარმოო პროცესების თავისებურებებით. 

მთელი ინფორმაცია მწარმოებელზე უკანა ეტიკეტზეა, ექსპორტიორი ქვეყნის ენაზე. მაგალითად, უკრაინაში - უკრაინულად, ყაზახეთში - ყაზახურად და რუსულად და ა.შ. შტრიხკოდი განთავსებულია წინა ეტიკეტზე ქვედა მარჯვენა კუთხეში.

რამდენ ხანს შეიძლება „ბორჯომის“ შენახვა ბოთლის გახსნის შემდეგ?

„ბორჯომის“ მინერალური წყალი ბოთლის გახსნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, უბრალოდ, გაზის გასვლის გამო შესაძლოა გემო შეიცვალოს.

შეიძლება თუ არა „ბორჯომის“ გაყინვა?

„ბორჯომის“ გაყინვა არ არის სასურველი, რადგან იგი კარგავს გარკვეულ თვისებებს. კერძოდ, დაბლა იწევს გაზიანობა.

განსხვავდება თუ არა „ბორჯომი“ სხვადასხვა ტიპის შეფუთვაში?

„ბორჯომის“ წყალი ნებისმიერ შეფუთვაში ერთნაირია და ინარჩუნებს გამაჯანსაღებელ ყველა თვისებებს. შეფუთვის გამრავალფეროვნება გამოიწვია „ბორჯომის“ პოპულარობამ ყველანაირ პირობებში. პეტ-შეფუთვა შემოიღეს კომფორტისთვის, რომ ადვილი იყოს მისი თან წაღება, როცა ქალაქგარეთ, აგარაკზე, ან როცა სასეირნოდ მიდიხართ. შუშის ბოთლი უფრო სადღესასწაულო სუფრებისთვის, კაფეებისა და რესტორნებისთვის არის მისაღები. ხოლო ქილა მოსახერხებელი და კომფორტულია სეირნობისას, კონცერტზე ან სხვა აქტივობების დროს.

რატომ არის გამოსახული ირემი „ბორჯომის“ შეფუთვაზე?

ირემი „ბორჯომის“ განუყოფელი ელემენტია. შეფუთვაზე მისი გამოჩენა პირდაპირ კავშირშია „ბორჯომის“ წყაროს აღმოჩენასთან. ლეგენდა გვამცნობს, რომ დიდი ხნის წინათ, ხეობის ახლო-მახლოს, მონადირეებმა ნადირობისას დაჭრეს შველი. დაჭრილმა ცხოველმა მდევარისგან თავის დაღწევა სცადა და პირდაპირ წყაროში გადაეშვა... საიდანაც, რამდენიმე წუთში სრულიად ჯანმრთელმა ისკუპა და თვალთახედვიდან გაქრა... პირველად, სწორედ ასე მიაგნეს ამ უნიკალურ მინერალურ წყალს, ხოლო ეს ულამაზესი, გრაციოზული ცხოველი მისი სიმბოლო გახდა და დღემდე ამშვენებს კომპანიის ნაწარმს.

უკუკავშირი