deer
david koma
დევიდ კომას უცვლელი ხელწერა

სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი შეფუთვა

bottle

წარმოშობით ქართველი, მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერის - დევიდ კომას, იგივე დავით კომახიძის ნამუშევრები, უკვე წლებია მსოფლიო მოდის ინდუსტრიამ აღიარა. მკვეთრად გამოხატული ხელწერა, ქალის სილუეტით შთაგონებული სკულპტურული ფორმები, დახვეწილი და ელეგანტური სამოსი - ეს დევიდ კომას შემოქმედების მთავარი და უცვლელი ხაზია. ლონდონის პრესტიჟული მოდის სასწავლებლის - Central Saint Martins-ის დასრულების შემდეგ, მან თავისი ბრენდი დააფუძნა და მას შემდეგ, ლონდონის მოდის კვირეულის მონაწილეა.

მისმა ნამუშევრებმა მოდის სამყარო არაერთხელ აღაფრთოვანა. უკვე წლებია დევიდ კომას კაბებს მსოფლიო ვარსკვლავები დიდ სცენებსა და წითელ ხალიჩებზე ირგებენ. მისი კოლექციები აქტუალობას არ კარგავს და ახალ მწვერვალებს იპყრობს.

არაერთი საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, დევიდ კომა საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. სწორედ ამ კავშირის გაგრძელებაა, ის პროექტი, რომელიც მის შემოქმედებაში 2022 წლის მიწურულს ჩაიწერა. ახალი თანამშრომლობის ისტორია აქვს ლეგენდარულ ქართულ მინერალურ წყალს - „ბორჯომსაც.“ სწორედ, დევიდ კომას და „ბორჯომის“ კოლაბორაციით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის „ბორჯომის“ ქილის ახალი, ლიმიტირებული შეფუთვა შეიქმნა, რომელიც მაღაზიების თაროებზე უკვე გამოჩნდა.

თანამშრომლობის დეტალებზე თავად დევიდ კომა საუბრობს.

- რა სახით გამოიხატება ქართული წარმომავლობა თქვენს ნამუშევრებში?

ბევრი რამ, რასაც ვაკეთებ, შთაგონებულია იმ ადგილით, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ხატვამ ჯერ კიდევ საქართველოში გამიტაცა. ჩემი შემოქმედებითი გზის დასაწყისი, სწორედ ის გარემო გახდა, სადაც ვიზრდებოდი.

img

ჩემზე გავლენა საქართველოს მრავალფეროვანმა ბუნებამ და მისმა კულტურამ იქონია

წლების წინ, ერთ-ერთი პირველი კოლექცია მივუძღვენი ქვეყანას, სადაც დავიბადე, თუმცა, ვფიქრობ, რომ მისი გავლენა ჩემს ნამუშევრებში მუდამ იგრძნობა. ყოველთვის ძალიან მიყვარდა და მიყვარს ეს ქვეყანა. ჩემი წარმომავლობა გლობალურ აზროვნებასთან და მასშტაბურ ხედვასთან ერთად კარიერის სხვადასხვა მიმართულებით ფორმირებაში დამეხმარა.


- რა საერთო აქვს ბრენდ DAVID KOMA-ს და ბრენდ BORJOMI-ს? როგორ მიხვედით ამ თანამშრომლობამდე?

„ბორჯომი“ და საქართველო უკვე განუყოფელია. ქართველები, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვქმნიდეთ, ყოველთვის ვიაზრებთ, რომ ჩვენი ნამუშევრები, თანამედროვე გამოწვევებთან ერთად, უნდა პასუხობდეს ჩვენს იდენტობას - თუ საიდან მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ამ თანამშრომლობას განვიხილავ, როგორც განსაკუთრებულ შესაძლებლობას - დავუბრუნდე ჩემს ფესვებს. ეს ერთგვარი გამოწვევაცაა, რომ წვლილი შევიტანო უკვე ისტორიად ქცეული პროდუქტის დიზაინის შექმნაში, რომელიც უკვე მრავალი წელია მიყვარს.

- რა გახდა შთაგონების წყარო შეფუთვის კონცეფციის შესაქმნელად?

საქართველოს ისტორია, ფოლკლორი და კულტურა ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო. ამჯერად კი, ინსპირაცია თამარ მეფის სამეფო სამკაულია. ნამუშევრებში ხშირად ვიყენებ ბრჭყვიალა ელემენტებს, სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაშიც ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა ბუნებრივი მიმართულება. მსმენია ლეგენდა ირემზე, რომელმაც „ბორჯომის“ უნიკალური წყალი აღმოაჩინა. ამიტომ, შეფუთვაში ეს ისტორიაც შევინარჩუნე. ბრენდის განუყოფელ სიმბოლოსთან ერთად, დიზაინში გამოვიყენე ქართული მწვანე ფერი, ასე უხვად რომ არის საქართველოში - თუნდაც მწვანე ტყეები, წყალი რომ ირეკლავს.

- შესაძლებელია, რომ მინერალური წყლის ქილა გახდეს მოდური აქსესუარი?

რა თქმა უნდა! მიზანიც ესაა - პროდუქტი გახდეს საკოლექციო, როგორც ხელოვნების ნიმუში. „ბორჯომს“ ნამდვილად გამოარჩევთ მაღაზიის თაროებზე - განსაკუთრებული დიზაინით, მეტალის ელემენტებით, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უნიკალურ გემოსა და სამკურნალო თვისებებზე.

signature paragraph