Welcome! There is USA version of website
Transfer

ფორთოხლის ფრეში

ფორთოხლის ფრეშის წვენი „მოხიტოს“ სტილში. შესანიშნავი დილის კოქტეილი - “Fresh & Orange”, ტრადიციული ყავის ღირსეული ალტერნატივა გახდება. ლაიმის თამამი, მჟავე გემო, პიტნასა და შუშხუნა „ბორჯომთან“ ერთად, ახალისებს, ამხიარულებს და ენერგიით ავსებს მთელ დღეს.


ინგრედიენტები:

·                 15 მლ ახალი ფორთოხლის წვენი

·                 2-3 ღერო ახალი პიტნა

·                 20 მლ ახალი ლაიმის წვენი

·                 100 მლ ცივი „ბორჯომი“


მომზადების წესი:

·       ოდნავ გაწურული პიტნა ჭიქაში მოათავსეთ და დაამატეთ ყინული, შემდეგ - ახალი ფორთხლის და ლაიმის წვენი, ბოლოს კი შეავსეთ ცივი „ბორჯომით“.

·       სერვირებისთვის გამოიყენეთ პიტნის ღეროები და კოქტეილის საწრუპი.

ვაშლის ფრეში

ეგზოტიკური კოქტეილი - “Apple Fresh”, რომელიც დაფუძნებულია სალვატორე კალაბრეზეს ცნობილ ენერგიაზე, აერთიანებს ორ სეზონურ ტრენდს - მარაკუიასა და მწვანე ვაშლის კომბინაციას.

ეს ეგზოტიკური გემო უხდება შუადღის სიცხეს, ან აუზზე გამართულ წვეულებას.


ინგრედიენტები:

·       100 მლ ახალი მწვანე ვაშლის წვენი

·       15 მლ მარაკუიას სიროფი

·       15 მლ ახალი ლაიმის წვენი

·       2 ღერო ახალი პიტნა

·       ცივი „ბორჯომი“


მომზადების წესი:

·       მოათავსეთ ვაშლის წვენი, ახალი ლაიმის წვენი და მარაკუიას სიროფი წინასწარ გაციებულ „შეიკერში“, დაუმატეთ ახალი პიტნა და შეანჯღრიეთ ყინულთან ერთად. გადაიტანეთ სერვირებისთვის განკუთვნილ ჭიქაში, დაამატეთ ყინული და ცივი „ბორჯომი“.

·       სერვირებსითვის გამოიყენეთ პიტნის ღეროები და ვაშლის ნაჭრები.




ბაზილიკის ფრეში

მსუბუქი და ახალი „ბაზილიკის ფრეში“ ეფუძნება ბაზილიკს, რომელიც კომბინირებულია მსხლის სამხრეთულ სიტკბოსთან, ციტრუსების სიგრილესთან და ცივ „ბორჯომთან“. კოქტეილის უჩვეულო გემო სასიამოვნოა როგორც მუსიკალური ფესტივალების დროს, ასევე ველოსიპედით სეირნობისას ან სპორტული აქტივობის შემდეგ.


ინგრედიენტები:

•          50 მლ გრეიპფრუტის ფრეში

•          20-30 მლ ლაიმის ფრეში

•          20-30 მლ მსხლის სიროფი

•          ახალი ბაზილიკის 2 ღერო

•          100 მლ ცივი „ბორჯომი“

 

მომზადების წესი:

•          მოათავსეთ ახალი ბაზილიკი, მსხლის სიროფი, გრეიპფრუტის და ლაიმის ფრეში სერვირებისთვის განკუთვნილ ჭიქაში და შეავსეთ ცივი „ბორჯომით.“

•          მორთეთ ლაიმის ან გრეიპფრუტის ნაჭრებით. მიირთვით კოქტეილის საწრუპით.


გემრიელი სმუზის რეცეპტები ბორჯომისგან!

ბორჯომი წარმოგიდგენთ სპეციალურად შექმნილ დეტოქს სმუზის რეცეპტებებს, მათთვის ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე და იმუნური სისტემის გაძლიერებაზე ზრუნავს. პირველ რეცეპტს “მსუბუქი საუზმე” დავარქვით. ვაშლის, ისპანახის და ბანანის წყალობით ის დიდი რაოდენობით კალციუმს, რკინას, მაგნიუმსა და ვიტამინ B9-ს შეიცავს. ჯინჯერი და თაფლი კი ტონიკის როლს იდეალურად ასრულებენ.

ინგრედიენტები:

  • 300 მლ. ბორჯომი
  • 50 გრამი ისპანახის ფოთლები
  • 1/3 ლაიმი
  • 2-3 ნაჭერი ჯინჯერი
  • 1 ბანანი
  • 1 მწვანე ვაშლი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი



შემდეგი სმუზი აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაწლავის ფუნქციას, საუკეთესო არჩევანია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შეიცავს C ვიტამინს, კაროტინს (ფესვებს), ბეტაინს, ანტიოქსიდანტებს და ანტოციანინებს.

ინგრედიენტები:

  • „ბორჯომი” – 150 მლ;
  • მოხარშული ჭარხალი - 100 გრ;
  • სტაფილო - 80 გრ;
  • ჯინჯერი - 20 გრ;
  • ახლად დაწურული ფორთოხლის წვენი - 250 მლ;
  • გაფრცქვნილი გრეიპფრუტი - 1 ც;
  • თაფლი - 1 ჩ/კ;



სმუზი "ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად" ეს სმუზი შეიცავს რეკორდული რაოდენობის ვიტამინებს - C და B12-ს, თუთიას და იოდს. აქვს მატონიზირებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი. უმჯობესია, მიირთვათ დღის პირველ ნახევარში.

ინგრედიენტები:

  • „ბორჯომი“ - 300 მლ;
  • კივი - 2-3 ც;
  • სპირულინა - 1,5 ჩ/კ;
  • ჯინჯერი - 30 გრ;
  • ბანანი - ½ ც;
  • ლიმონი - 1/3 ც;
  • პიტნა - 4-5 ფოთოლი;
  • ისპანახი - 30 გრ;



ნებისმიერი სახის დამატკბობელის გარეშე მომზადებული სმუზი კარგია "ორგანიზმის PH ბალანსის აღსადგენად" მომზადება ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები:

  • ბორჯომი“ – 250 მლ
  • მწიფე ავოკადო - 1 ც;
  • ლაიმი - 1/3 ც;
  • ბროკოლი - 100 გრ;
  • სალათის ფოთოლი - 4-5 ც;
  • კიტრი - 1 ც;
  • რეჰანი - 2- 3 ღერო;



შემდეგი სმუზი - "ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად", რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ბეტა-კაროტინებით, C ვიტამინით, მაგნიუმითა და კალიუმით. იდეალურია საუზმის, ან „ლანჩის“ დროს მისართმევად. ის დაგეხმარებათ ჯანსაღი და გლუვი კანის შენარჩუნებაში, შეშუპების თავიდან აცილებასა და ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზებაში.

ინგრედიენტები:

  • „ბორჯომი“ – 300 მლ;
  • კიტრი - 1 ც;
  • მსხალი - 1 ც;
  • ანანასი - 200 გრ;
  • ბანანი - ½ ც;
  • ნიახური - 2 ღერო;
  • რეჰანი - 2 ღერო;



შემდეგი სმუზი ამაღლებული განწყობისთვისაა სპილენძის მაღალი შემცველობის გამო, ეს სმუზი ადამიანის განწყობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. სასმელი ასრულებს ბუნებრივი დეტოქსის ფუნქციას, რადგან შეიცავს C ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ვიტამინებს - B2, A, E და ბოჭკოებს.

ინგრედიენტები:

  • „ბორჯომი“ - 400-450 მლ;
  • გაფცქვნილი გრეიფრუტი - 150 გრ;
  • ვაშლი - 100 გრ;
  • მარწყვი - 180 გრ;
  • თაფლი - 1-1,5 ჩ/კ;
  • ყინულის კუბი - 6-8 ც;
  • პიტნა - 1-2 ფოთოლი;



ლიმონის ფრეში

ადვილად მოსამზადებელი, არომატული „ლიმონის წვენი.” მზადდება იმ ინგრედიენტებით, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეხვდებით. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება შუადღეს ენერგიის აღსადგენად ან საღამოს დაღლილობის მოსახსნელად.


ინგრედიენტები:

•          50 მლ ლიმონის ფრეში

•          30-40 მლ შაქრის სიროფი

•          ანგოსტურა - ყველაზე მწარე ნაყენი - 5-6 წვეთი

•          ცივი „ბორჯომით“


მომზადების წესი:

•          ლიმონის ფრეში და შაქრის სიროფი მოათავსეთ წინასწარ გაციებულ „შეიკერში“და დაუმატეთ მწარე ინგრედიენტი - ანგოსტურა. შეანჯღრიეთ ინტენსიურად, საწურით გადაიტანეთ ყინულიან ჭიქაში და შეავსეთ ცივი „ბორჯომით.“

•          სერვირებისთვის გამოიყენეთ ლიმონის ნაჭრები და კოქტეილის საწრუპი. რეკომენდებულია კოქტეილს დაემატოს გრეიპფრუტის და ლიმონის კანის ესენცია.


კიტრის შუშხუნა ფრეში

ახალი კლასიკური გემო - კიტრის შუშხუნა სასმელი ალკოჰოლის გარეშე. შუშხუნა გამაჯანსაღებელი „ლონგი“ კეთდება ახალი კიტრით, შაქრის სიროფითა და „ბორჯომით.“ ეს არის იდეალური კოქტეილი მინიმალური კალორიებით, აქტიური დასვენებისთვის წლის ნებისმიერ დროს!


ინგრედიენტები:

·       90 მლ ახალი კიტრის წვენი (კანით)

·       20 მლ ლიმონის ფრეში

·       30 მლ შაქრის სიროფი

·       100 მლ ცივი „ბორჯომი“


მომზადების წესი:

·       მოათავსეთ კიტრის ფრეში, ლიმონის ფრეში და შაქრის სიროფი წინასწარ გაციებულ „შეიკერში.“ ინგრედიენტები ყინულთან ერთად, ინტენსიურად შეანჯღრიეთ და შეავსეთ ცივი „ბორჯომით.“

·       სერვირებისთვის გამოიყენეთ კიტრის რამდენიმე ნაჭერი და ბამბუკის საწრუპი.

·       რეკომენდებულია ლიმონის კანის ან ლიმონის ესენციის დამატება.