თუ საქმე კვებას ეხება, მაშინ სასარგებლო უნდა იყოს. თუ ცხოვრების წესზეა საუბარი, მაშინ ჯანსაღი უნდა ავირჩიოთ. თუ წყალია, მაშინ ის, რომელიც შეგვძენს ძალას და შეავსებს ჩვენს ორგანიზმში სასარგებლო ელემენტების ნაკლებობას: ფიზიკური აქტიურობის თუ დატვირთვის შემდეგ და აგრეთვე მინერალების დეფიციტის შემთხვევაში.
ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს, თუ ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა სტაბილურია. და ეს შესაძლებელია ოპტიმალური პირობების შექმნით. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს ყოველდღიურად არა მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღებით, არამედ ნატრიუმის ჰიდროკარბონატის შემცველი მინერალური წყლების მოხმარებით (რომელსაც მიეკუთვნება „ ბორჯომიც“). ის ხელს შეუწყობს ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას და შენ და მე, დაგვმუხტავს ენერგიით და ახალი შესაძლებლობებისკენ შთაგვაგონებს. თუნდაც ეს იყოს +30 წამი ე.წ. ფიცრის მდგომარეობაში გაჩერება ან პირველი ვიდეო TikTok– ზე :)
თანაც სწორედ იმ წყლის, რომელიც მაქსიმალურად სასარგებლო იქნება ჩვენთვის. „ბორჯომის“ თითოეულ ბოთლში ან ქილაში შემავალი მინერალებისა და ელემენტების უნიკალური კომპლექსი დაგვეხმარება, რომ უფრო მხნედ ვიგრძნოთ თავი, უფრო ეფექტურად ვიაზროვნოთ და უკეთესად გამოვიყურებოდეთ. მათ შორის, ეკრანებზეც ვიდეოზარების განხორციელების დროს :) :). აღსანიშნავია ასევე, რომ თავისი თვისებების წყალობით, "ბორჯომი" - საშინაო დეტოქსის უბადლო თანამგზავრია. ხოლო კარგად ნაცნობი გემო კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
რამდენიმე ყლუპი — და ვაგრძელებთ ჩვენი საყვარელი წყლის ახალი მხარეების აღმოჩენას.
პირველის - ”#იბორჯომო შინაურულად” - განხორციელება მარტივია და მიიღწევა უბრალოდ ”ბორჯომის” დამატებით თქვენს ყოველდღიურ რაციონში. ჩვენ ეჭვიცარ გვეპარება, რომ თქვენი რიტუალი ძირითადად ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტებისგან შედგება- და მინერალების დამმუხტველ ძალასთან ტანდემში, უზრუნველყოფს ჯანმრთელობას და შესანიშნავ გუნება-განწყობილებას.
ის კი ნამდვილად დაგვჭირდება, იმისთვის, რომ #იბორჯომო სახლში უფრო მაგრად, ვიდრე უწინ! კიდევ უფრო ხშირად, ვიდრე ადრე, დაურეკოთ მეგობრებს, თვალი ადევნოთ მზის ჩასვლას, იცეკვოთ აივანზე, აიტაცოთ ახალი გამოწვევები, გაიღიმოთ ბევრი - და დაუღალავად აწიოთ სასმისები, რომლებიც თქვენი საყვარელი წყლით არის შევსებული, ან შუშხუნით გახსნათ სიცივისაგან დაორთქლილი ქილა.
მადლობა!
თქვენი მოთხოვნა მიღებულია!
შეცდომა!
შეავსეთ ელ.წერილი და ეთანხმებით პირადი ინფორმაციის დამუშავებას!