This website uses cookies and other information gathering tools. By further using this website, you consent to use cookies and the other respective tools.

Cookies policy

„ბორჯომის“ ახალი ქილა ზაფხულის აქტიურად გატარებისკენ მოგიწოდებთ

„ბორჯომი“ მიჰყვება სეზონურ ტენდენციებს და თავისი ახალი, ფერადი დიზაინით აქტიური ზაფხულისკენ მოგვიწოდებს.აქტიური ზაფხული კი უფრო სასიამოვნო, სწორედ მეგობრების და საყვარელი წყლის გარემოცვაშია. სწორედ ამიტომ, შემუშავდა ახალი დიზაინი ალუმინის ქილისთვის, რომელიც გადმოსცემს ზაფხულის სიგრილეს, აქტივობებს და ასახავს წყლის განუმეორებელ ხასიათს. „ზაფხული, წელიწადის ის დროა, როდესაც განსაკუთრებით, გინდა მრავალფეროვნება, ახალი ემოციები და შეგრძნებები, ცდილობ მეტი იმოძრაო და გაატარო მეტი დრო სახლს გარეთ! ჩვენ კვლავინდებურად მხარს ვუჭერთ აქტიურ დასვენებას, ქილის ფორმატი კი უბრალოდ იდეალურია ზღვისპირეთისთვის, ფესტივალებზე, ლაშქრობის დროს, პიკნიკზე და თუნდაც ველო გასეირნებისას. „ბორჯომის“ სპეციალური სერია წარმოდგენილია შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ალუმინის ქილის 0,33 ლ. მოცულობით და 6-ცალიანი შეფუთვით.