Welcome! There is USA version of website
Transfer

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.

ქუქის პოლიტიკა

„ბორჯომის“ დიდი ქართული დღესასწაული

ბოლო წლების მანძილზე, შემოდგომის პერიოდში კიევის ცენტრი პატარა საქართველოდ გადაიქცევა ხოლმე. ეს კოლორიტული ღონისძიება სახელად „დიდი ქართული დღესასწაული“, რომელიც კიევის სახელმწიფო ბოტანიკურ ბაღში იმართება, ათიათასობით კიეველს და სხვა ქვეყნის სტუმარს მასპინძლობს. ფესტივალზე 20-ზე მეტ ქართულ რესტორანი იღებს მონაწილეობას. მენიუშია მრავალფეროვანი ქართული კერძები, აქ ხდება ღვინისა და სუნელების დეგუსტაცია, წარმოდგენილია ცოცხალი კონცერტები - ძველი მელოდიებიდან დაწყებული, თანამედროვე DJ-ებით დამთავრებული. სადღესასწაულო პროგრამაში ასევე, შედის ძველი ქართული ფილმების ჩვენებები, სხვადასხვა მასტერკლასები, ქართული წერა-კითხვის გაკვეთილები, საოცარი ცეკვები. და, რა თქმა უნდა, ფესტივალის განუყოფელი ნაწილია ქართული სუფრის უცვლელი ელემენტი - ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“! 2017 წელს „ბორჯომმა“ „დიდ ქართულ დღესასწაულზე“ პირველად დაპატიჟა

ოდესელები. ფესტივალი წელს ოდესელების საყვარელ დასასვენებელ ადგილას - გამარჯვების ბაღში ჩატარდა. აქ ერთი დღის მანძილზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 12-ვე რეგიონი. რეგიონულ კუთხეებში წარმოდგენილი იყო თითოეული რეგიონის ყველაზე გამორჩეული კერძი: ჯავახეთის ლობიანიდან - აჭარულ ხაჭაპურამდე. დღესასწაულზე სტუმრებისთვის იმართებოდა ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასები, ღვინისა და საკმაზების დეგუსტაცია, კონკურსი სადღეგრძელოების კარგად ცოდნაში, ქართული პროდუქტების, სუვენირებისა და სამკაულების ბაზრობა... ფესტივალზე ასევე მოეწყო ცნობილი უკრაინელი ფოტოხელოვანის - მარინა კარპის გამოფენა, რომელიც დღესდღეობით თბილისში ცხოვრობს.