„ბორჯომი“ ახანგრძლივებს საახალწლო დღესასწაულებს!

როდესაც ახალ წლამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი, ყველა მოუთმენლად ელის დღესასწაულს, ჩვენ უკვე ვეძებთ საჩუქრებს ახლობლებისთვის, ვარჩევთ თუ რა ჩავიცვათ ამ ღირშესანიშნავ დღეს, რა კერძები მოვამზადოთ სუფრისთვის.

ახალი წლის დადგომასთან ერთად ჩვენ თავისებურ „ტაბუს“ ვადებთ, გარკვეული დროით, ცხოვრების ჯანმრთელ წესს - თავს უფლებას ვაძლევთ გავსინჯოთ ის, რაზეც მთელი წელი თავს ვიკავებდით: ვჭამოთ ღამით, დავლიოთ ჩვეულებრივზე ცოტა მეტი.

იმისთვის, რომ ასეთმა დღეებმა კარგად ჩაიარონ და კარგი მოგონებები დაგვრჩეს, ჩვენ მოგიმზადეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა. სანამ მათ შესრულებას შეუდგებით, დაიმახსოვრეთ: დღესასწაული უნდა იწყებოდეს „ბორჯომით“!

გართობის დასაწყისში ერთი ბოთლი „ბორჯომი“ მოგცემთ ძალას და მშვენიერ განწყობას შეგიქმნით! ახლა კი გადავხედოთ რჩევებს.

ახალი წლის ღამეს ისიამოვნეთ კერძებით

არსებობს მოსაზრება, რომ ახალი წლის სუფრის წინ უნდა ვიშიმშლოთ, რომ შემდეგ გემრიელად და უფრო დიდი რაოდენობით ვჭამოთ. სინამდვილეში უკეთესია არ შევიკავოთ თავი საკვების მიღებისგან, რათა აუჩქარებლად და რაც შეიძლება კარგად შევიგრძნოთ სადღესასწაულო კერძების განუმეორებელი გემო. მშიერი ადამიანი მხოლოდ სურვილის დაკმაყოფილებაზე იფიქრებს და სრულყოფილად ვერ დააგემოვნებს განსაკუთრებულ ნუგბარს, რომელიც მხოლოდ ასეთ გამორჩეულ დღეებში მზადდება. ახალი წლის დამდეგს შეეცადეთ ჩვეულებრივად მიირთვათ საუზმე, სადილი და ვახშამიც. მოერიდეთ ტკბილეულს, რომ მადა არ გაიფუჭოთ. უკვე ახალი წლის ღამეს კი, თქვენ, სინდისი ქენჯნის გარეშე, J ნამდვილად ისიამოვნებთ საჭმელ-სასმელით.

რომელი კერძით ჯობია დავიწყოთ ახალი წლის აღნიშვნა?

საღამო ყოველთვის ერთი ბოთლი „ბორჯომით“ დაიწყეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ სალათებით ისიამოვნოთ, მიირთვათ, ახლადმოკრეფილ, ზეითუნის ზეთით შეკმაზული, ბოსტნეული და მწვანილეული. სალათის შემდეგ შეგიძლიათ თევზეულზე და ფრინველის პიკანტურ კერძებზე გადაინაცვლოთ. ასეთი მიდგომა თქვენს ორგანიზმს შემდგომი სიამოვნებისთვის შეამზადებს.

მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი ნებისმიერი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. სასურველია, ალკოჰოლის მიღებისას მას დავაყოლოთ არა სითხე არამედ რაიმე საკვები, მაგრამ თუ თქვენ გაინტერესებთ რა მოგცემთ საშუალებას, რომ ბოლომდე შეიგრძნოთ ღვინის ან სხვა რაიმე სასმელის არომატი - სასურველია მიაყოლოთ „ბორჯომი“.

რომელი ალკოჰოლური სასმელი შეიძლება შევუხამოთ ერთმანეთს და რომელი არა?

ალკოჰოლი არ არის ექსპერიმენტების და მრავალფეროვნებისთვის განკუთვნილი სფერო. ყველა მათრობელა სითხე სხვადასხვანაირად მოქმედებს ჩვენზე, ამიტომაც არ არის სასურველი მათი ერთმანეთში არევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გთავაზობენ კოქტეილებს, რომელთა რეცეპტებიც დრომ გამოსცადა.(მაგ. ლეგენდარული ჯეიმს ბონდის ფრაზა რომ გავიხსენოთ:

„შეურიეთ, არ აანჯღრიოთ“ - გახსოვთ?). ისიამოვნეთ გემოთა მრავალფეროვნებით, ოღონდ ნუ ჩაატარებთ ცდებს არასტანდარტულ და ნაკლებად ნაცნობ ინგრედიენტებთან. არ ღირს. თავგანწირვა და ბარში არსებული ყველა სახის ალკოჰოლის დაგემოვნება დიდი გამოცდის წინაშე აყენებს თქვენს ორგანიზმს. სასურველი იქნება თუ უპირატესობას ერთ რომელიმე სასმელს მიანიჭებთ, მაგრამ თუ მაინც გსურთ გასინჯვა, სჯობს რომ ნაკლები ალკოჰოლის შემცველით დაიწყოთ და ნელ-ნელა მოუმატოთ გრადუსს.

დამოკიდებულია თუ არა თრობის დონე ადამიანის წონაზე?

პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია პიროვნების გენეტიკურ მახასიათებლებსა და რიგ ფაქტორებზე.

რა თქმა უნდა, ადამიანის თრობის დონესა (ალკოჰოლის კონცენტრაცია სისხლში) და მის წონას შორის გარკვეულწილად არსებობს კავშირი: თავისთავად, ალკოჰოლის კონცენტრაცია პირდაპირპროპორციულია მისი მიმღების გაბარიტებზე, მიღებული სასმელის რაოდენობასა და მისი მიღებიდან გასულ დროზე.

არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ყველა ადამიანის ღვიძლს აქვს ფერმენტების განსხვავებული რაოდენობის მარაგი, რომლებიც შლიან ალკოჰოლს და

ორგანიზმს უკვე უვნებელი, დაშლილი ელემენტების სახით მიაწოდებენ. ანუ, ადამიანები, მიუხედავად მათი წონისა, ინდივიდუალურ თრობას განიცდიან: ზოგი ნელა თვრება, ხოლო ზოგიერთისთვის ერთი სასმისიც საკმარისია. ამიტომ უნდა იცოდეთ რა არის ნორმა თქვენი ორგანიზმისთვის, რომ არაფერმა შეგიშალოთ ხელი ბოლომდე დატკბეთ დღესასწაულებით.

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს სხვადასხვა კერძები სუფრაზე?

რით განსხვავდება საგანგებოდ დღესასწაულისთვის მომზადებული კერძები ყოველდღიურისგან? მომზადების სირთულით, ინგედიენტების შეხამებით, მრავალფეროვნებით და იმითაც, რომ მათ არ მივირთმევთ ყოველდღიურად, და შესაბამისად, წინასწარ ვიქმნით განწყობას იმისთვის, საზეიმო ტრაპეზისგან განსაკუთრებული სიამოვნება მივიღოთ. სამწუხაროდ, გემრიელი საჭმელი ყოველთვის არ შეესაბამება ჯანმრთელი ცხოვრების წესს და არ არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ თქვენ პრინციპულად გსურთ დაიცვათ სწორი კვების პრინციპი, ყურადღებით გადახედეთ სადღესასწაულო სუფრას, დარწმუნებული ხართ, რომ ამ მრავალფეროვნებაში მოიძებნება ის კერძები, რომლებიც თქვენ გსურთ?.. დესერტის დროს უმჯობესია ტორტი ახალი ხილით შეცვალოთ.

როგორ აუმჯობესებს „ბორჯომი“ საკვებით მიღებულ სიამოვნებას?

იმისთვის, რომ ბოლომდე იგრძნოთ კერძების დახვეწილი გემო და დატკბეთ მათი გამორჩეულობით, არ უნდა აჩქარდეთ. საგულდაგულოდ დაღეჭეთ ყოველი ლუკმა, მოსვით ნატიფი გემოს სასმელი, ცოტა ხნით ნუ გადაყლაპავთ, დაიგემოვნეთ, შეიგრძენით როგორ იხსნება გემო და როგორ იწყებს სხვადასხვა ნოტებზე დაკვრას... და როდესაც ბოლომდე ეზიარებით განუმეორებელ გემოს, მოგინდებათ ეს სიამოვნება ისევ და ისევ განმეორდეს... ეს გემო რომ არ დაკარგოთ, ყოველი ახალი კერძის დაგემოვნების წინ დალიეთ ერთი ყლუპი „ბორჯომი“. იმისთვის, რომ ყოველი მომდევნო ლუკმა ისეთივე გემრიელი იყოს, როგორც წინა... ამ წყალში არსებული ვულკანური წარმოშობის მინერალები, განაახლებს თქვენი გემოვნების რეცეპტორებს, რათა ხელახლა მიიღოთ სიამოვნება ახალი, განუმეორებელი, მრავალფეროვანი, სადღესასწაულო კერძებისგან.

რა რაოდენობით მინერალური წყლის მიღებაა საჭირო ადამიანისთვის, რომ ავიცილოთ ალკოჰოლური თრობის შედეგები?

თუ მიუხედავად ჩვენი რჩევებისა, დღესასწაულზე იმაზე მეტი „ისიამოვნეთ“ ვიდრე ერთი დღისთვის იყო საჭირო, დალიეთ 1,5-2 ლიტრი მინერალური წყალი „ბორჯომი“. რა თქმა უნდა, არა ერთ დალევაზე, გადაანაწილეთ ეს რაოდენობა მთელი შემდეგი დღის მანძილზე. დალევამდე, არ დაგავიწყდეთ გაზის გამოშვება. დაე, არაფერმა დაჩრდილოს თქვენი სიამოვნება დღესასწაულებზე და მომდევნო დღეებში.