„ბორჯომი“ - ბრენდი 125 წლიანი ისტორიით

„ბორჯომი“ - ბრენდი 125 წლიანი ისტორიით

ქ.თბილისი

30.12.2015წ.

2015 წელს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მინერალური წყლის „ბორჯომის“ საწარმოო წესით ჩამოსხმიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. წელს კომპანიამ პომპეზური ღონისძიებებისგან თავი შეიკავა და ბრენდის იუბილე საინტერესო პროექტებით აღნიშნა.

მომზადდა უნიკალური საიტი www.125.borjomi.com/geo/ სადაც საქართველოს ისტორიის ბოლო 125 წელი ჩვენს თვალწინ ვითარდება. საიტი თბილისურ ოჯახებში გვამოგზაურებს, სადაც დროთა განმავლობაში იცვლება გარემო და ცხოვრების სტილი, შეუცვლელი კი, მხოლოდ „ბორჯომი“ რჩება.

„ბორჯომი“ - ბრენდი 125 წლიანი ისტორიით

წელსვე კომპანიამ 1890 წელს საწარმოო წესით ჩამოსხმული „ბორჯომის“ პირველი ბოთლის ასლი შექმნა.

ასევე, შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, სადაც „ბორჯომის“ ისტორია არქივიდან მოპოვებული, უძველესი ფოტოებით არის წარმოდგენილი.

https://www.youtube.com/watch?v=S1nvySIIagE&feature=youtu.be

ამ წელსვე, გამოიცა „ბორჯომის“ საიუბილეო ალბომი „ბოჯრომი 125“. წიგნში ასახულია ფაქტები ბრენდის 125 წლიანი ისტორიიდან.

სიახლის გაზიარება: