საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კომპანია „ბორჯომს“ შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა  და  კომპანია „ბორჯომს“ შორის  თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ქ.თბილისი

03.04.2017წ.

„ბორჯომის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები სამი ძირითადი ხაზით ვითარდება - გარემოს დაცვა, განათლება და სპორტი.

სპორტის გულშემატკივართა რიგებში „ბორჯომი“ უკვე ბევრი წელია რაც არის. კალათბურთის და რაგბის ფედერაციებთან პარტნიორობას დაემატა საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან გაფორმებული 3 წლიანი მემორანდუმი პარტნიორობის შესახებ. მემორანდუმის თანახმად მსოფლიოში სახელგანთმული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას სამი წლის მანძილზე გაუწევს მხარდაჭერას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს სათხილამურო ფედერაციის და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

„ბორჯომის“ ბრენდი საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია და ზრუნავს საქართველოს სახელის წარმოჩენაზე მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომაც, მხარდაჭერას უცხადებს სათხილამურო ფედერაციას, რომელიც სულ მალე შეძლებს წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სიახლის გაზიარება: