close-icon
location-icon
Ваша страна []?
Are you from []?
yes
Select your country
Azərbaycan
Беларусь
Eesti
Georgia
Казахстан
Latvijas
Lietuvių
Молдова
Polska
Россия
Україна
International | English
International | Русский
yes
splash splash splash

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.

ქუქის პოლიტიკა

„ბორჯომი“ ახალ, ალუმინის შეფუთვაში უკვე თაროებზეა

„ბორჯომი“ ახალ, ალუმინის შეფუთვაში უკვე თაროებზეა

ქ. თბილისი

26.05.2017წ.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებულ მინერალური წყლის ბრენდს „ბორჯომი“ ახალი შეფუთვა დაემატა - ალუმინის 0.33 ლიტრიანი ქილა. სიახლე, სავაჭრო ქსელში უკვე დღეიდან გამოჩდა. ახალი, თანამედროვე და შეიძლება ითქვას, საქართველოს ბაზრისთვის მინერალური წყლის ინოვაციური შეფუთვის მთავარი ხიბლი, მის მოსახერხებელ ფორმაში და დახვეწილ დიზაინშია. ბრენდი, ამ შეფუთვით გადის ახალ მიზნობრივ აუდიტორიაზე, ახალგაზრდებზე: წარმატებულები, აქტიურები, დინამიურები, მათ ვისაც უყვართ სიახლეები და არ გაურბიან გამოწვევებს; ასევე, უფრო მრავალფეროვანი ხდება „ბორჯომის“ მოხმარების სიტუაციებიც - კლუბები, ღონისძიებები, ადგილები სადაც უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია მინის შეფუთვები. ალუმინის ქილა გაცილებით სწრაფად ცივდება, ვიდრე ბოთლი, კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას, მოსახერხებელია აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის. მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომი“ ალუმინის ქილის საბაზრო ფასი - 0.90 თეთრი იქნება.

„ჩვენი სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ინოვაციური პროექტების განხორციელებაა. ამის ერთ - ერთი მაგალითი სწორედ „ბორჯომის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვუპასუხოთ მომხმარებლის მოლოდინებს და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა ახალგაზრდა თაობაზე გათვლილი პროდუქტი. ეს ინოვაცია, მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მივწვდეთ და ამით, დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები საქართველოს მინერალური წყლის ბაზარზე. ჩვენ ასევე, ვცდილობთ წარმოებაში დავნერგოთ ახალი ტრენდები, იმისათვის რათა საწარმოო პროცესიც და ჩვენს მიერ წარმოებული ბრენდებიც სრულად პასუხობდნენ არსებულ გამოწვევებსა და მსოფლიოში დამკვიდრებულ უმკაცრეს სტანდარტებს. ცხადია, ამით არ ვჩერდებით. ვაგრძელებთ ინოვაციების მიმართულებით მუშაობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზრის განვითარებას“ - აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი, ზაზა კიკვაძე.

ახალი შეფუთვის წარმოების მიზნით ბორჯომის N1 ქარხანაში დამონტაჟდა იტალიური კომპანიის CFT-ის მიერ წარმოებული მაღალტექნოლოგიური ჩამომსხმელი ხაზი, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანიამ ინოვაცია 5 მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე დანერგა.

დღეს, „ბორჯომი“ შემდეგი შეფუთვებით გამოდის შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე: 0.33 ლ. ALU; 0.5 ლ. მინა; 0.5 ლ. PET; 0.75 ლ. PET; 1. PET;

სიახლის გაზიარება: