close-icon
location-icon
Ваша страна []?
Are you from []?
yes
Select your country
Azərbaycan
Беларусь
Eesti
Georgia
Казахстан
Latvijas
Lietuvių
Молдова
Polska
Россия
Україна
International | English
International | Русский
yes
splash splash splash

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.

ქუქის პოლიტიკა

სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ ბორჯომში ქართული მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ მხარდაჭერით გაიმართა

სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ ბორჯომში ქართული მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ მხარდაჭერით გაიმართა

ქ. ბორჯომი

17.07.2017წ.

უილიამ შექსპირის პიესა „როგორც გენებოთ“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა, ბორჯომის მინერალური წყლების პარკში ღია ცის ქვეშ შეასრულეს. ლევან წულაძის სპექტაკლმა ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების მხრიდან დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მარჯანიშვილის თეატრს იმისთვის, რომ უკვე წლებია არიან კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს პარტნიორები და მეგობრები. მოგეხსენებათ თეატრს გამორჩეული რეპერტუარი აქვს და ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენ საყვარელ ქალაქ ბორჯომში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მისი სტუმრებისთვის გვეჩვენებინა ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი“ - აცხადებს, IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ნანიკო კუპრაშვილი.

უილიამ შექსპირის პიესაზე დადგმული ლევან წულაძის სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ პირველად ხუთი წის წინ დაიდგა საქართველოში. მას შემდეგ ამ სპექტაკლმა მსოფლიოს 25 ქვეყანა და საქართველოს არაერთი მხარე მოიარა.

სიახლის გაზიარება: