პიკნიკი „ბორჯომთან“ ერთად

პიკნიკი „ბორჯომთან“ ერთად

ქ. თბილისი

21.07.2017

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტურიზმის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ პიკნიკის, როგორც დასვენებისა და გართობის ერთგვარი ფორმის წახალისება. მათთვის, ვისაც უყვარს სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო და მათთვისაც, ვინც პირველად მიდის პიკნიკზე დროის გასატარებლად, ინტერნეტ სივრცეში შევქმენით ვებ-გვერდი www.picnic.borjomi.com/ge/ . საიტი იდეალურია საპიკნიკე ადგილის შესარჩევად და სრულყოფილი დასვენების დასაგეგმად. აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდზე საპიკნიკე ადგილები შერჩეულია თბილისის მერიასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით. საიტის პრეზენტაცია სწორედ პიკნიკის დროს, წყნეთში, ეკა ხოფერიას საავტორო გადაცემაში შედგა.

#წავედით პიკნიკზე

სიახლის გაზიარება: