Magnum Photos 70 „რუსული დღიურის კვალდაკვალ“ რობერტ კაპას და ჯონ სტეინბეკის მოგზაურობის  მარშრუტი  თომას დვორჟაკმა და ჯულიუს შტრაუსმა გაიმეორეს

Magnum  Photos 70 „რუსული დღიურის კვალდაკვალ“   რობერტ კაპას და ჯონ სტეინბეკის მოგზაურობის  მარშრუტი  თომას დვორჟაკმა და ჯულიუს შტრაუსმა გაიმეორეს

ქ. თბილისი

18.09.2017წ.

ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება Magnum Photos 70 წლისაა. 70 წელი შესრულდა Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. მოგზაურობის შედეგად, კაპამ და სტეინბეკმა ფასდაუდებელი და უჩვეულო მასალა შექმნეს მსოფლიოსთვის უცნობი „საბჭოთა ადამიანის“ ცხოვრების შესახებ, რასაც მოჰყვა მოგზაურობის ამსახველი პუბლიკაციები “ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნში“ და “ლედის ჰომ ჯურნალში“. გამოიცა სტეინბეკის წიგნი „რუსული დღიური“, რომელსაც თან ახლდა რიბერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები.

წლევანდელი იუბილის ფარგლებში სააგენტომ Magnum Photos გადაწყვიტა ამ პროექტის თანამედროვე ვერსიის შექმნა თანამედროვე ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებიც 70 წლის შემდეგ გაივლიან კაპასა და სტეინბეკის მარშრუტს და აღწერენ ადამიანების დღევანელ ყოფას იმავე სივრცეში. კაპას როლში Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტი, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მცოდნე, თომას დვორჟაკი იყო. ხოლო, სტეინბეკის როლს - ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, „დეილი ტელეგრაფის“ მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, კოსოვოს, ერაყის და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილველი, ჯულიუს შტრაუსი.

მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ მხარდაჭერით გამოიცა ამ მოგზაურობის ამსახველი ალბომი, სადაც შევიდა თომას დვორჟაკის მიერ გადაღებული ფოტოები, ჯულიუს შტრაუსის ჩანაწერებთან ერთად, ასევე მცირე ნაწილი კაპასა და სტეინბეკის ფოტოებიდან და ჩანაწერებიდან.

სიახლის გაზიარება: