კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით 2017 წელს ბორჯომში 3800 ნერგი დაირგო პროექტს „ბორჯომი #ბუნებისგულშემატკივარი“ მოხალისეები მთელი საქართველოდან და სოციალური მედიით შემოუერთდნენ

კომპანია  IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით 2017 წელს ბორჯომში 3800 ნერგი დაირგო პროექტს „ბორჯომი #ბუნებისგულშემატკივარი“ მოხალისეები მთელი საქართველოდან და სოციალური მედიით შემოუერთდნენ

ქ. ბორჯომი

29.10.2017წ.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ შედგენილი ტყის აღდგენის პროექტის მიხედვით და გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში 2017 წელს, ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე (8194 კვმ.) მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 3800 ნერგი დაირგო. ღონისძიებების მიზანს ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა და ამ აქციებში საზოგადოების აქტიური ჩართვა წარმოადგენდა.

„ამ ტერიტორიაზე გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ ტყის აღდგენითი ღონისძიებები, ჩავატარეთ სანიტარული ჭრები და ფაქტობრივად, შეიძლება უკვე თვალი მივადევნოთ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების კომპლექსურ შედეგებს. ტყის აღდგენის ბუნებრივი პროცესი მიდის ძალიან კარგად და ამის ნათელი მაგალითია ეს აქციაც. მისასალმებელია, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით მოხდა სწორედ იმ სახეობების დარგვა, რომელიც აქაურობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართვა ამ პროცესებში, რაც აღნიშნულმა ღონისძიებამ ნამდვილად უზრუნველყო, აქ არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე IDS ბორჯომი საქართველოს მიერ დაფუძნებული ტრენინგ ცენტრის მოსწავლები, რაც ნამდვილად სასიხარულოა“- აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

კამპანია დაიგეგმა და განხორციელდა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით #ბორჯომიგულშემატკივარი, რომელიც აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას - გარემოს დაცვა, განათლება, სპორტი.

„ბორჯომის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები სამი ძირითადი ხაზით ვითარდება - გარემოს დაცვა, განათლება და სპორტი. ბორჯომის ტყეების განახლების მიზნით უკვე ბევრი წელია ვახორციელებთ ნერგების დარგვის აქციებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მათ მიერ შერჩეულ ადგილებზე. წელს პირადად მინისტრიც შემოუერთდა ჩვენს აქციას, ასევე არიან მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ჩვენი თანამშრომლები და ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები. ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც მომავალ თაობებს შემოუნახავს ჯანსაღ გარემოს,“- აღნიშნავს IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე.

აქციამ სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა და ფეისბუქის მომხმარებლებისგან პოზიტიური გამოხმაურება გამოიწვია. #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი აპლიკაციის დახმარებით, სოციალური მედიის აუდიტორია ვირტუალურად შეუერთდა აქციას, შეცვალა პროფილის ფოტო და ამით გამოხატა მხარდაჭერა ბუნების დაცვისა და მწვანე საფარის არსებობის აუცილებლობისთვის.

ხეების დარგვის კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა, ეროვნული სატყეოს თანამშრომლებმა, ბორჯომის გამგებელმა, გამგეობის თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა, ბიზნესის წარმომადგენლებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებმა და IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლებმა. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეებიც შემოუერთდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=w5Jo79i7gXY

სიახლის გაზიარება: