This website uses cookies and other information gathering tools. By further using this website, you consent to use cookies and the other respective tools.

Cookies policy

„ბორჯომთან“ ერთად გადაეშვი დღესასწაულის სამყაროში

„ბორჯომთან“  ერთად გადაეშვი დღესასწაულის სამყაროში „დღესასწაული, იმისთვის რომ #იბორჯომო“ - ეს  მინერალური წყლის ბრენდის  „ბორჯომის“ ახალი გზავნილია. საახალწლო კამპანიის ფარგლებში ბრენდმა თვალისმომჭრელი შეფუთვების ლიმიტირებული სერია, სადღესასწაულო განწყობის მომტანი ვიდეორგოლები და ნაირფერი ვიზუალური სიუჟეტები გამოუშვა. ეს ყველაფერი კი გააერთიანა ერთი სიტყვის ქვეშ -  #იბორჯომე.  

ახალი წელი ის პერიოდია, როცა თითოეულ ჩვენგანს გვეუფლება საოცარი შეგრძნება დავივიწყოთ ყველანაირი საქმე და მივცეთ თავს უფლება მთლიანად გადავეშვათ გართობისა და ზეიმის სამყაროში, ჩავიდინოთ სისულელეები და გავბედოთ ის, რასაც მანამდე ვერ ვბედავდით.
„ბორჯომი“ ოფიციალურად აცხადებს, რომ მოვიდა დრო ხმამაღალი სიცილის, გუნდაობის და ფოიერვერკების.  
„ჩვენ ვეცადეთ, მომხმარებლისთვის შეგვექმნა დღესასწაულის ატმოსფერო - რადგან სწორედ ახალი წელია ზუსტი დრო იმისათვის, რომ  #იბორჯომო“! - აცხადებს IDS ბორჯომის საერთაშორისო ოფისის მარკეტინგის მენეჯერი ოქსანა პანკინა.  – „ახალი შეფუთვის სიჭრელე, პოზიტიური ვიდეორგოლები და თავად „ბორჯომი“, რომელიც უკვე დიდი ხანია დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, თითოეულ თქვენგანს განაწყობს ნამდვილი მხიარულებისთვის, იმისთვის, რომ ბოლომდე ვიგრძნოთ ახალი წლის ჯადოსნური მუხტი“.

იმისთვის, რომ მომხმარებლს სრული სიმძაფრით ეგრძნო დღესასწაული, შეიქმნა „ბორჯომის“ სპეციალური შეფუთვა. მჭახე ფერების და ფოიერვერკების ჰარმონიული ურთიერთშეთანხმებით, ირმის თანამედროვედ სტილიზებული ფიგურითა და ბრენდის უცვლელი ფერის „ქართული მწვანის“ გამოყენებით, ბრენდმა მოახერხა მომხმარებლის არა მხოლოდ ყურადღების მიქცევა, არამედ შეხსენება, რომ სულ მალე, ახალი წლის ჯადოსნური დღეები დგება.  
სიახლის გაზიარება: