„ბორჯომმა“ აქტიური ზაფხულის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა

„ბორჯომმა“ აქტიური ზაფხულის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა „ბორჯომი“ აგრძელებს ბრენდის განვითარებას და აქტიური ზაფხულის თემას ეხმიანება, უფრო მეტიც, მომხმარებელს აქტიური დასვენებისა და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღების მორიგ შესაძლებელობებს სთავაზობს.  სწორედ, ეს კონცეფცია აირჩია „ბორჯომმა“ საზაფხულო კომუნიკაციისთვის, რომელიც თავის მხრივ ქილის ახალ დიზაინში, ვებ რესურსსა და სხვადასხვა აქტივობებში გააერთიანა.  

მნიშვნელოვანია, რომ „ბორჯომის“ საზაფხულო შეფუთვების ახალი სერია უკვე თაროებზეა. ხოლო აქტიური ზაფხულის კონცეფციის პრეზენტაცია კომპანიამ სულ ახლახანს,  თბილისის ზღვაზე მდებარე იახტ კლუბში “La Cote” გამართა.

პროექტის „ბორჯომი - აქტიური ზაფხულის გემო“ ფარგლებში  ვებ-გვერდი www.active.bojromi.com.ge შეიქმნა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა,   ვებ-გვერდი საერთაშორისო და მრავალფუნქციურია, ამასთან რამდენიმე ენაზე ოპერირებს. აღნიშნულ რესურსზე ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინფორმაციას აქტიური გართობის შესახებ. გვერდზე განთავსებულია, როგორც გლობალური, ასევე, ლოკალური ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. ვებ-რესურსის შექმნის მიზანია, აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილების და აქტივობების პოპულარიზაცია, როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში.

ცნობისათვის, აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე „ბორჯომის“ გუნდი რამდენიმე თვეა მუშაობს. ინფორმაცია საქართველოში არსებული საინტერესო ადგილმდებარეობის შესახებ და აღნიშნულ ადგილებში აქტიური დასვენების შესაძლებლობებზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დამუშავდა.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პოპულარიზაციის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პროექტი  „გაიცანი საქართველო“, რომლის დახმარებით  ჩვენს თანამოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს, ჯერ კიდევ,  უცნობი და საინტერესო ადგილების შესახებ. მივესალმები კომპანია „ბორჯომის“ ახალ წამოწყებას. ჩვენ გვჭირდება მეტი ახალი შესაძლებლობა, რათა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა ზაფხული ჩვენს ქვეყანაში საინტერესოდ და აქტიურად გაატაროს,“- აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ.
სიახლის გაზიარება: