close-icon
location-icon
Ваша страна [USA]?
Are you from [USA]?
yes
Select your country
USA
Azərbaycan
Беларусь
Eesti
Georgia
Казахстан
Latvijas
Lietuvių
Молдова
Polska
Россия
Україна
USA
International | English
International | Русский
Dev | Русский
yes

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.

ქუქის პოლიტიკა

„ბორჯომის“ საიდუმლო გზავნილი დღესასწაულზე!

„ბორჯომის“ საიდუმლო გზავნილი დღესასწაულზე!    თუ საიდუმლო შეტყობინება მიიღეთ, ესე იგი „ბორჯომის“ საახალწლო კამპანიის  მონაწილე გახდით.  ქართული მინერალური წყალი, აგრძელებს  მომხმარებლის წინასაახალწლო განწყობაზე ზრუნვას და  გაძლევთ შესაძლებლობას ახალი წელი თქვენს საყვარელ ადამიანებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საიდუმლო შეტყობინებით მიულოცოთ.   უნიკალური მისალოცი ვიდეოს შესაქმნელად,  „ბორჯომის“ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდს - secret.borjomi.com უნდა ეწვიოთ და მიჰყვეთ ინსტრუქციას.


„ამ კომუნიკაციით ჩვენს მომხმარებლებს შევახსენებთ, რომ „ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია და ამასთანავე საშუალებას ვაძლევთ  საყვარელ ადამიანებს, ახალი წელი განსაკუთრებულად მიულოცონ და ერთმანეთს შეუქმნან სადღესასწაულო განწყობა“ -  აცხადებს „ბორჯომის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.

  თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ მიულოცოთ ახალი წელი მეგობრებსა თუ ახლობლებს, ეწვიეთ secret.borjomi.com შეარჩიეთ ორი სადღესასწაულო ნიღბიდან ერთ-ერთი, ჩაწერეთ მისალოცი ვიდეო, დაელოდეთ რამდენიმე წამი - ეკრანზე ვიდეოს საბოლოო ვერსია და ბმული გამოჩნდება. დააკოპირეთ ბმული და გააზიარეთ შეტყობინება, ნებისმიერ სოციალურ ქსელში ან პირად მიმოწერაში.  ვებ-გვერდი მარტივად გამოყენებადია (User Friendly) და გზავნილიც ადრესატამდე მალე მივა.  

#იბორჯომე დღესასწაულზე
მილოცვების დროა!
სიახლის გაზიარება: