მინერალური წყალი „ბორჯომი“ 0.5ლ. მოცულობის ბოთლში გამოირჩევა ცნობადობით, უცვლელი გემოთი და ოპტიმალური მოცულობით. იგი ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს.
თავსახურზე ლათინური ასოებით აწერია „ბორჯომი“, ხოლო ფონად გამოყენებულია Georgian Green ფერი, რომელიც დაპატენტებულია და ცნობილია „ქართული-მწვანეს“ სახელით.
ბოთლის მთავარი ეტიკეტის ზედა ნაწილზე, თეთრ ფონზე, გამოსახულია ინგლისური წარწერა Borjomi. დიზაინში ჩართულია დეკორატიული ვერცხლის ზოლები, ხოლო ლოგო დატანილია ვერტიკალურად.
რელიეფური ირმის ლოგო - „ბორჯომის“ უცვლელი სიმბოლოა. იგი განთავსებულია ბოთლის ცენტრალურ ნაწილში ზედა და ქვედა ეტიკეტებს შორის.
ბოთლის ფერი - მოცისფრო-მომწვანოა. ეს ფერი დაპატენტებულია და ცნობილია „ქართული-მწვანეს“ სახელით - Georgian Green.
ქვედა მთავარი ეტიკეტი შეიცავს წარწერას - „ბორჯომი“ ქართული ასოებით, რომელიც წარმოდგენილია თეთრ, დეკორატიული ვერცხლის ზოლებით დატვირთულ ფონზე, ეტიკეტის ზედა ნაწილზე კი განთავსებულია ბორჯომის ხეობის მხატვრული ილუსტრაცია.
იგივე ეტიკეტზე, მარცხენა ან მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჩამოსხმის თარიღი, ვარგისიანობის პერიოდი და პარტიის ნომერი, ხოლო მარცხენა კიდეში QR კოდი.
ინფორმაცია მწარმოებელსა და იმპორტიორზე მოცემულია ბოთლის უკანა ეტიკეტზე.
პირველი ციფრები გვიჩვენებს მწარმოებლის წარმომავლობას - ამ შემთხვევაში საქართველოს - 4860019...
მადლობა!
თქვენი მოთხოვნა მიღებულია!
შეცდომა!
შეავსეთ ელ.წერილი და ეთანხმებით პირადი ინფორმაციის დამუშავებას!