„ბორჯომის“ სავაჭრო ნიშანმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. შეფუთვა უფრო დახვეწილი, თანამედროვე და კომფორტული გახდა.
როგორც მინის, ასევე პლასტმასის ბოთლის ფერი, მოცისფრო-მომწვანოა. ეს ფერი დაპატენტებულია და ცნობილია „ქართული-მწვანეს“ სახელით - Georgian Green.
„ბორჯომის“ შეფუთვაზე თვალსაჩინოა სამი სახის ეტიკეტი. ზემო ნაწილზე განთავსებულია ინგლისური წარწერა - Borjomi, ქვემოთ კი ქართული წარწერა „ბორჯომი“. ირემის გამოსახულება (რომელიც ძველ შეფუთვაზე ოთხ ადგილას იყო) განთავსებულია ამ ორ ეტიკეტს შორის, რელიეფური სიმბოლოთი.
სიმბოლო - ირემი მწარმოებლის უცვლელი ატრიბუტია. უფრო სწორად, ახლა მისი ერთი რელიეფური გამოსახულებაა (ადრინდელ ბოთლზე ოთხი იყო) ბოთლის ცენტრში,ზედა და ქვედა ეტიკეტებს შორის.
„ბორჯომის“ ბოთლის თავსახური "ქართული მწვანე" ფერისაა პლასტმასის ბოთლზე, ხოლო მინის ბოთლი დახუფულია ევროპული სტანდარტების შესაბამისი "ქართული მწვანე" ფერის მეტალის თავსახურით, დამახასიათებელი თეთრი პლასტიკის რგოლით, რომელიც გახსნისას სამ ნაწილად იშლება. ორივე შემთხვევაში თავსახურზე, ლათინური ასოებით აწერია ბორჯომი.
ჩამოსხმის დრო, ვარგისიანობა და პარტიის ნომერი მითითებულია შემდეგი წესით:
DD.MM.YY 00:00 - ჩამოსხმის თარიღი და დრო. DD.MM.YY L0000 – პროდუქციის შენახვის ვადა და პარტიის ნომერი.
აღნიშნული მონაცემები დატანილია ეტიკეტის ქვედა მხარეს, მარცხენა კუთხეში, ლაზერის მეშვეობით.
მთელი ინფორმაცია მწარმოებელზე უკანა ეტიკეტზეა, ექსპორტიორი ქვეყნის ენაზე. მაგალითად, უკრაინაში - უკრაინულად, ყაზახეთში - ყაზახურად და რუსულად და ა.შ. შტრიხკოდი განთავსებულია წინა ეტიკეტზე ქვედა მარჯვენა კუთხეში.
„ბორჯომის“ მინერალური წყალი ბოთლის გახსნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, უბრალოდ, გაზის გასვლის გამო შესაძლოა გემო შეიცვალოს.
„ბორჯომის“ გაყინვა არ არის სასურველი, რადგან იგი კარგავს გარკვეულ თვისებებს. კერძოდ, დაბლა იწევს გაზიანობა.
„ბორჯომის“ წყალი ნებისმიერ შეფუთვაში ერთნაირია და ინარჩუნებს გამაჯანსაღებელ ყველა თვისებებს. შეფუთვის გამრავალფეროვნება გამოიწვია „ბორჯომის“ პოპულარობამ ყველანაირ პირობებში. პეტ-შეფუთვა შემოიღეს კომფორტისთვის, რომ ადვილი იყოს მისი თან წაღება, როცა ქალაქგარეთ, აგარაკზე, ან როცა სასეირნოდ მიდიხართ. შუშის ბოთლი უფრო სადღესასწაულო სუფრებისთვის, კაფეებისა და რესტორნებისთვის არის მისაღები. ხოლო ქილა მოსახერხებელი და კომფორტულია სეირნობისას, კონცერტზე ან სხვა აქტივობების დროს.
ირემი „ბორჯომის“ განუყოფელი ელემენტია. შეფუთვაზე მისი გამოჩენა პირდაპირ კავშირშია „ბორჯომის“ წყაროს აღმოჩენასთან. ლეგენდა გვამცნობს, რომ დიდი ხნის წინათ, ხეობის ახლო-მახლოს, მონადირეებმა ნადირობისას დაჭრეს შველი. დაჭრილმა ცხოველმა მდევარისგან თავის დაღწევა სცადა და პირდაპირ წყაროში გადაეშვა... საიდანაც, რამდენიმე წუთში სრულიად ჯანმრთელმა ისკუპა და თვალთახედვიდან გაქრა... პირველად, სწორედ ასე მიაგნეს ამ უნიკალურ მინერალურ წყალს, ხოლო ეს ულამაზესი, გრაციოზული ცხოველი მისი სიმბოლო გახდა და დღემდე ამშვენებს კომპანიის ნაწარმს.
მადლობა!
თქვენი მოთხოვნა მიღებულია!
შეცდომა!
შეავსეთ ელ.წერილი და ეთანხმებით პირადი ინფორმაციის დამუშავებას!