ისიამოვნეთ მეგობრებთან ურთიერთობით

ცხოვრების თანამედროვე რიტმი - ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი, საქმიანი ვიზიტები, გადატვირთული საგზაო მოძრაობა, ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს დასვენებისთვის, უბრალო გართობისთვის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ჩვენ ყოველ თვეს თუ არა კვირას მაინც წინასწარ ვგეგმავთ. ვცდილობთ, რომ ყველა საქმე, სამსახურის გარეშე შეხვედრებიც, როგორმე ამ გრაფიკში ჩავტიოთ. ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ყველა დიდხანს ნანატრი შეხვედრის წუთი დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყოს. „ბორჯომი“ მოგეხმარებათ, რომ ეს საათები და წუთები განუმეორებელი გახადოს თქვენთვის. რესტორანში ხვდებით მეგობრებს? – „ბორჯომის“ რამდენიმე ყლუპი და თქვენი შეკვეთილი კერძები სულ სხვანაირი მოგეჩვენებათ. ყველა ლუკმა სხვადასხვანაირ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე, თითქოს პირველად გასინჯეთ ეს საჭმელი. დროის აქტიურად გატარება გსურთ? „ბორჯომის“ ალუმინის 0.33ლ.-იანი ქილა თქვენთვის არის შექმნილი! შეგიძლიათ დალიოთ ქუჩაში სიარულისას. გინდათ რომ მეგობრებთან ერთად უყუროთ ფილმს, მატჩს ან კონცერტს? „ბორჯომი“ ყველას ეყოფა. გაუზიარეთ იგი ერთმანეთს, დატკბით ერთად გატარებული მომენტებით.