სანდო წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უნიკალური მინერალური წყლის „ბორჯომის“ ისტორია თითქმის 2000 წელიწადს ითვლის. ბორჯომის ხეობაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქვისა და ხისგან გაკეთებული რამდენიმე აუზი და აბანო იქნა აღმოჩენილი. ზოგიერთი ისტორიული ჩანაწერის თანახმად, ძველ დროს მინერალურ წყალს მხოლოდ აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.
დეტალურად„ბორჯომი“ - ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომლის წარმოქმნის ასაკი უკვე 1500 წელს აღწევს. „ბორჯომი“ საქართველოს ეროვნულ საგანძურს, ნაციონალურ სიამაყეს და მის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ამ უნიკალური სასმელის სახელი დიდი ხანია ქვეყნის საზღვრებს გასცდა და მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანის გულებს იპყრობს. ბრენდს უკვე აქვს თავისი ისტორია, უამრავი ლეგენდა და უტყუარი ფაქტები იმისა, რომ „ბორჯომის“ მიმართ გულგრილი არ დარჩენილან მეფეები, უდიდესი სახელმწიფოს მმართველები, ხელოვანები და კოსმონავტებიც კი... ცნობილია, რომ „ბორჯომის“, ამ საოცარი ბუნებრივის წყაროს შესახებ უკვე 1000 წლის წინაც იცოდნენ. მისი ხელმეორედ „აღმოჩენა“ კი შემთხვევითობასთანაა დაკავშირებული: ერთხელ, 1816 წელს, ხერსონ გრენადერთა პოლკის რამოდენიმე ჯარისკაცი, რომლებიც გორში იყვნენ განლაგებულნი, წყურვილმა შეაწუხა...
წარმოგიდგენთ ლეგენდარული ბრენდის ბრწყინვალე ისტორიას, სავაჭრო ნიშნის, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა! იცვლებოდა ეპოქა, გემოვნება, მოდა და სამკურნალო თვისებებით გამდიდრებული „ბორჯომის“ წყლის შეფუთვაც. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, ეს მისი უნიკალური მინერალური შემადგენლობაა. დღეს „ბორჯომი“ მინერალურ წყალზე გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას. იგი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ჩაითვალოს ერის სიმბოლოდ, საქართველოს სიამაყის საგნად, ქართული სტუმართმოყვარეობის სინონიმად. „ბორჯომი“ ქართული სუფრის განუყოფელი ატრიბუტია, მას იცნობენ და უყვართ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. იმოგზაურეთ „ბორჯომთან “ერთად მის წარმტაც ისტორიაში, რომელიც „ბორჯომის“125 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა, შეიგრძენით გაითავისეთ ყველა ეპოქა, დატკბით ამ უნიკალური მინერალური წყლით, შეიგრძენით თბილისის პუსლი, ისიამოვნეთ სანახაობით!
დეტალურადძველი ქართული ლეგენდის თანახმად, სიტყვა ბორჯომი ორი სიტყვისაგან - „ბორჯ“(მყარი კედელი) და „ომი“ (ომი) შედგება. ხშირი ომიანობის დროს ბორჯომს მისი ხელსაყრელი მდებარეობა, ხეობაში ციხე-სიმაგრესავით იცავდა. ხეობის ფერდობებზე კი აშენებული იყო სათვალთვალო კოშკები.
დეტალურადბოთლი „ბორჯომის“ განუყოფელი ნაწილია. მისი მახასიათებლები ყველასათვის ცნობილია წლების მანძილზე - მოცისფრო-მომწვანო მინა ან პლასტმასი, განთქმული ირემი - ბორჯომის ხეობის სიმბოლო და მთელს მსოფლიოში ცნობილი საფირმო ეტიკეტი.
დეტალურადმადლობა!
თქვენი მოთხოვნა მიღებულია!
შეცდომა!
შეავსეთ ელ.წერილი და ეთანხმებით პირადი ინფორმაციის დამუშავებას!