125 წლის იუბილესთვის

თქვენ წინაშეა ლეგენდარული ბრენდის ბრწყინვალე ისტორია, რომელმაც მოახერხა და გახდა საქართველოს სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში. როგორც ხედავთ, იცვლებოდა ეპოქა, გემოვნება, მოდა, მმართველები და ასევე, უნიკალური შემადგენლობის მქონე „ბორჯომის“ წყლის შეფუთვაც. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა „ბორჯომის“ ისტორიის მანძლზე, ეს მისი უნიკალური მინერალური შემადგენლობაა. დღეს „ბორჯომი“ გაცილებით მეტი მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე ჩვეულებრივი მინერალურ წყალი. იგი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ჩაითვალოს ერის სიმბოლოდ, საქართველოს სიამაყის საგნად, ქართული სტუმართმოყვარეობის სინონიმად. „ბორჯომი“ ქართული სუფრის განუყოფელი ატრიბუტია. მას იცნობენ და უყვართ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. იმოგზაურეთ „ბორჯომთან“ ერთად მის ისტორიაში, იმ ვებ გვერდის საშუალებით, რომელიც „ბორჯომის“ 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა, იგრძენით და გაითავისეთ ყველა ეპოქა, დატკბით ამ უნიკალური მინერალური წყლით, შეიგრძენით თბილისის პუსლი, ისიამოვნეთ სანახაობით!