საინტერესო ფაქტები

ძველი ქართული ლეგენდის თანახმად, სიტყვა ბორჯომი ორი სიტყვისაგან - „ბორჯ“(მყარი კედელი) და „ომი“ (ომი) შედგება. ხშირი ომიანობის დროს ბორჯომს მისი ხელსაყრელი მდებარეობა, ხეობაში ციხე-სიმაგრესავით იცავდა. ხეობის ფერდობებზე კი აშენებული იყო სათვალთვალო კოშკები.

„ბორჯომი“ თავისი უნიკალური შემადგენლობით და საოცარი თვისებებით ტოლს არ უდებს ისეთ ცნობილ წყლებს, როგორიცაა, Vichy-Grande-Grille მინერალური წყალი საფრანგეთში და სილეზის წყარო გერმანიაში. შემთხვევითი არ იყო, რომ ასი წლის წინ ბორჯომის ხეობაში მდებარე კურორტს ევროპელები „რუსულ ვიშის“ უწოდებდნენ.

პირველი მცდემლობა „ბორჯომის“ ჩამოსხმისა 1850 წელს განხორციელდა. ბორჯომის სამხედრო პოლკის აფთიაქარმა ზახაროვმა ის 1300 ბოთლში ჩამოასხა და ქალაქში ჩაიტანა გასაყიდად.

1900 წელს „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოებამ პირველად გადააჭარბა წელიწადში ერთ მილიონ ბოთლს.

1980 წელს „ბორჯომი“ პირველი ბრენდი გახდა, რომლის წითელ-თეთრი ეტიკეტი აბსოლუტურად ცნობადი იყო მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ყოველდღიურად იყიდებოდა მილიონამდე ნახევარლიტრიანი ბოთლი, ხოლო წარმოების წლიურმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს - 400 მილიონ ბოთლს მიაღწია. „ბორჯომი“ არა მარტო პოპულარული წყალი გახდა, არამედ მთელი ქვეყნის ისტორიის ნაწილად იქცა.

დღეს „ბორჯომს“ იმავე წყაროდან მოიპოვებენ, რომელიდანაც 1890 წელს. მინერალური წყალი მიწის სიღრმიდან ამოსვლის დროს საშუალოდ 2000 კილომეტრს გადის.