გოლოვინის პერიოდი

1816 წ. ბორჯომის ველის მახლობლად, ქალაქ გორში ხერსონის გრენადერთა პოლკი განლაგდა. სწორედ ამ პოლკის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს „ბორჯომის“ წყარო.

1834 წ. ხერსონის ჯარისკაცებს ქართველი გრენადერები შეუერთდნენ. პოლკის ექიმმა ს. ამიროვმა დაიწყო მინერალური წყლის თვისებების შესწავლა, მან პირველმა გააგზავნა წყლის სინჯები სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის სამედიცინო დაწესებულებებში ლაბორატორიულ კვლევებზე.

1841 წ. მეფის ნაცვალმა კავკასიაში, ევგენი გოლოვინმა, ბორჯომში სამკურნალოდ თავისი ქალიშვილი ეკატერინე ჩამოიყვანა. მისი განკურნების შემდეგ კი წყაროებს ევგენისა და ეკატერინეს წყაროები უწოდეს.

1842 წ. ექიმმა ამიროვმა გოლოვინს თხოვნით მიმართა, ბორჯომში კურორტი მოეწყოთ. იწყება ბორჯომის ინფრასტრუქტურის განვითარების პერიოდი.

ვორონცოვის პერიოდი

1846 წ. მეფის ახალმა ნაცვალმა კავკასიაში, მ. ვორონცოვმა ყურადღება მიაქცია ბორჯომის ხეობასა და მინერალურ წყლებს. კურორტი თავის საზაფხულო რეზიდენციად აქცია. მან ააშენა სახლები, აბაზანები, პარკები, ეკლესიები, სასტუმროები, ხიდები და გზები. გაიყვანა სატელეფონო ხაზი და დაამყარა საფოსტო კავშირი მაშინდელ ტიფლისთან.

1850 წ. განხორციელდა წყლის წარმოებისა და მისი ექსპორტის პირველი მცდელობა. ადგილობრივი ლაზარეთის აფთიაქარმა, ზახაროვმა, 1300 ოვალურ, ნახევარლიტრიან ბოთლებში ჩამოასხა მინერალური წყალი და გასაყიდად მაშინდელ ტიფლისში წაიღო. ამ პერიოდს უკავშირდება ბორჯომში მინერალური წყლების პარკის გახსნა.

რომანოვის პერიოდი

1862 წ. კავკასიაში ახალი მეფის ნაცვალი, თავადი მიხეილ რომანოვი დაინიშნა, რომელიც ბორჯომს საზაფხულო რეზიდენციად ირჩევს. იწყება კურორტის კაპიტალური აღმშენებლობის პერიოდი, კარლსბადის და ვიშის დონის ინფრასტრუქტურით. პარალელურად, რუსეთის ავტორიტეტულ დაწესებულებებში შეისწავლება „ბორჯომის“ მინერალური წყლის სამკურნალო თვისებები.

1890 წ. მინერალური წყლების პარკში ამუშავდა პირველი ჩამომსხმელი ქარხანა.

1896 წ. გაიხსნა პირველი მინის ქარხანა, რომელმაც, დროთა განმავლობაში, წელიწადში 10-12 მლნ ბოთლის გამოშვება დაიწყო.

1899 წ. ბორჯომში დაიწყო პირველი, 3 000 ცხენის ძალის მქონე ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა ბორჯომს და სამ მეზობელ რაიონს.

1900 წ. ბორჯომში მიავლინეს ქიმიკოსი ფ. მოლდენჰაუერი, რომელმაც შეიმუშავა ბოთლებში ჩამოსხმული წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებების შენახვის მეთოდი. მეცნიერმა წყალი ნახშირორჟანგა გაზით გაამდიდრა. ამ მეთოდმა შესაძლებელი გახადა წყლის ექსპორტი საზღვარგარეთ.

1904 წ. შესაძლებელი გახდა „ბორჯომის“ ჩამოსხმის მექანიზება.

1905 წ. წარმოების აწყობის შემდეგ „ბორჯომის“ ექსპორტის მაჩვენებელი 320 ათას ბოთლს აღწევს.

1907 წ. „ბორჯომი“ ქ. სპასში (ბელგია) იღებს დიპლომს.

1909 წ. „ბორჯომს“ ოქროს მედლით აჯილდოვებენ ქ. ყაზანში.

1911 წ. „ბორჯომს“ გადაეცა საპატიო სიგელი ქ. დრეზდენში (გერმანია).

1921 წ. ბორჯომს ენიჭება ქალაქის სტატუსი.

საბჭოთა პერიოდი

1953 წ. იმ ადგილთან ახლოს, სადაც 1890 წელს მიხეილ რომანოვმა პირველი ჩამომსხმელი ქარხანა ააშენა, შენდება ახალი, თანამედროვე ჩამომსხმელი ქარხანა N1.

1961წ. „ბორჯომის“ ექსპორტმა მსოფლიო 15 ქვეყანაში 423 ათასი ბოთლი შეადგინა.

1969 წ. აშენდა ჩამომსხმელი ქარხანა N2.

1980-1990-იანი წლებში „ბორჯომის“ გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს - წელიწადში 400 მლნ. ბოთლს მიაღწია.

თანამედროვე პერიოდი

1995 წ. იწყება „ბორჯომის“ განვითარების ახალი ერა. მოზიდულია ახალი ინვესტიციები წარმოების ამუშავებისა და ბრენდის განვითარების მიზნით.

1997 წ. მოხდა N1 და N2 ქარხნების მოდერნიზება. კომპანიის მფლობელობაში გადავიდა ბორჯომიდან 30 კმ-ში მდებარე ხაშურის მინის ტარის ქარხანა, რომელიც აგრეთვე გადაიარაღდა და განახლდა.

1998 წ. N2 ქარხანაში დაიწყო „ბორჯომის“ მინერალური წყლის PET ბოთლებში ჩამოსხმა.

1999 წ. N2 ქარხანაში გაიხსნა არაგაზირებული მინერალური წყლის „ბორჯომის წყაროების“ საწარმო.

2002წ. N2 ქარხანაში დაიწყეს არაგაზირებული მინერალური წყლის „ბაკურიანის“ ჯერ 5-ლიტრიან და შემდეგ 2008 წელს, 6-ლიტრიან ბოთლებში.

2004 წ. დაიწყო ქარხნების მოდერნიზების მეორე ეტაპი. გაეშვა ახალი ევროპული ჩამომსხმელი ხაზები. ჩატარდა ქარხნის შენობისა და საწყობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

2005 წ. „ბორჯომის“ წარმოებამ 200 მლნ. ბოთლს მიაღწია.

2007 წ. ცნობილმა საერთაშორისო სასერტიფიკაციო კომპანიამ Bureau Veritas ჩაატარა ჩამომსხმელი ქარხნების აუდიტი, რომლის შედეგადაც „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ქარხნებს წარმოების ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატი - ISO 22000 მიენიჭა.

2011 წელს „ბორჯომი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

2011 წელს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბრენდით „ბორჯომი“ დსთ-სა და ბალტიისპირეთის სივრცეში იმპორტირებული მინერალური წყლის სეგმენტის უცვლელი ლიდერია.

2016 წ. კომპანიამ 5 მილიონი დოლარის რეინვესტირება მოახდინა № 1 ქარხანაში სადაც დამონტაჟდა „ბორჯომის“ ქილებში ჩამოსასხმელი ხაზი. ამ დანადგარების მომწოდებელია იტალიური კომპანია CFT.

2017 წ. № 1 ქარხანაში დაიწყეს „ბორჯომის“ ჩამოსხმა ინოვაციურ შეფუთვაში -ალუმინის ქილა, მოცულობით 0.33.