Welcome! There is USA version of website
Transfer

„ბორჯომის“ ვულკანური წარმოშობა

„ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომლის „ასაკიც“ 1500 წელს ითვლის. ის ნახშირორჟანგა გაზის დახმარებით მიწის ზედაპირზე 8-10 კმ. სიღრმიდან ამოდის.

სხვა ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებისგან განსხვავებით, „ბორჯომი“ მიწის ქვეშ ვერ ასწრებს გაგრილებას და ზედაპირზე თბილი სახით ამოდის (37-41°С), „გზად“ კი კავკასიის მთების ქანებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით მდიდრდება.

„ბორჯომის“ მინერალური წყლის კვლევის შედეგებიდან ვასკვნით, რომ იგი მიწის წიაღში მინერალიზებული, შედარებით ახალგაზრდა მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლებისგანაა ფორმირებული. ისმის კითხვა, როგორ იბადება წყალი მიწის წიაღში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გავიხსენოთ მიწისქვეშა წყლების წარმოშობის რამდენიმე თეორია.

მაგალითად, ანტიკურ ხანაში მოღვაწე რომაელი არქიტექტორი მარკ ვიტრუვი ამტკიცებდა, რომ მიწისქვეშა წყლები წარმოიქმნება იმ ატმოსფერული ნალექებისგან, როემლიც მთის ქანების გავლით აღწევენ მიწაში. უფრო გვიან, მსოფლიო ალაპარაკდა გერმანელი ინჟინერის ფოლგერის კონდენსაციის თეორიაზე, რომლის მხედვითაც მიწისქვეშა წყლები წარმოიქმნება ნიადაგში ატმოსფერული წყლის ორთქლის შესქელებით. ერთ-ერთი ბოლო, იუვენილური თეორია წამოყენებული იყო 1902 წელს ავსტრიელი გეოლოგის ე. ზიუსის მიერ, რომელმაც მთელი რიგი მტკიცებულებები მოიყვანა დედამიწის მაგმასთან ზოგიერთი მინერალური წყლის კავშირის შესახებ. მისი აზრით, გამდნარი მაგმიდან გამოყოფილი პროდუქტი გარემოში ხვდება უფრო დაბალი ტემპერატურით, კონდენსირდება და ქმნის იუვენილურ (ანუ პირველქმნილ) წყლებს, რომლებიც წყაროების სახით გადმოედინება მიწის ზედაპირზე. დღევანდელ დღეს იუვენილური თეორია სულ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. იუვენილური წყალი სუფთა სახით არ შეძლება მოხვდეს მიწის ზედაპირზე. ამოდის რა ზემოთ მთის ქანების ნაპრალებით, ხშირად ვულკანური წარმოშობის გაზების ზემოქმედებით შლის ამ ქანებს, მდიდრდება მარილებით და ირევა წყლისმატარებელ ჰორიზონტზე არსებულ სხვა მიწისქვეშა წყლებში, რომელთაც აქვთ განსხვავებული, ხშირად ინფილტრაციული წარმომავლობა.

90-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი კვლევის პროცესში აღმოჩნდა რომ, მინერალური წყალი „ბორჯომი“ წყალბადის ზოგიერთი იზოტოპების თანაფარდობით, კარდინალურად განსხვავდებოდა დანარჩენი საკვლევი წყლებისაგან. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს მონაცემები, ადასტურებს „ბორჯომში“იმ იუვენილურის მნიშვნელოვანი წილის არსებობას. აღსანიშნავია, რომ „ბორჯომის“ უნიკალურობა, მისი დადებითი ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე, რომელსაც ხანდახან მედიციანაც კი ვერ ხსნის და ბოლოს, მისი ასეთი პოპულარობა, სწორედ მისი წარმოშობის საიდუმლოსთან არის კავშირში.