დღესდღეობით ბორჯომის ხეობაში არსებული საექსპლოატაციო ჭაბურღილებიდან მინერალური წყალი თვითდენის რეჟიმში მოედინება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საბადოდან სწორედ იმ რაოდენობის მიენრალურ წყალს მოვიპოვებთ, რასაც ბუნება თავად გვჩუქნის. სწორედ ამ საექსპლოატაციო ჭაბურღილების მეშვეობით, რომელთა სიღრმეც ზოგ შემთხვევაში 1500 მეტრსაც კი აღწევს, და ასევე, ნახშირორჟანგა გაზის დახმარებით, მინერალური წყალი მიწის ზედაპირზე ამოდის.
დეტალურადკავკასიის მთები მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი სილამაზითა და სიდიადით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კი უდიდესია ევროპაში, იგი 61,235 ჰექტარზეა გადაჭიმული. მშვენიერმა ბუნებამ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატმა და რაც მთავარია, მინერალურმა წყლებმა, ბორჯომი, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად აქცია.
დეტალურად„ბორჯომის“ ჩამოსასხმელი ქარხნები მთლიანად ავტომატიზირებულია. თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარების სიმძლავრე კი იძლევა საშუალებას, რომ მოპოვებული მინერალური წყლის რაოდენობა მთლიანად იყოს ათვისებული. ქარხანაში ყველა პროცედურა მკაცრად კონტროლდება, მოწმდება პროდუქტის ხარისხი, ბორჯომის წყაროდან შემოსული წყლის სისუფთავე. ამისთვის შექმნილია თანამედროვე ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების კომპლექსი. ყველა ანალიზი ტარდება ევროკომისიის დირექტივების და მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც სასმელ და მინერალურ წყლებს ეხება.
დეტალურადმადლობა!
თქვენი მოთხოვნა მიღებულია!
შეცდომა!
შეავსეთ ელ.წერილი და ეთანხმებით პირადი ინფორმაციის დამუშავებას!