close-icon
location-icon
Ваша страна [USA]?
Are you from [USA]?
yes
Select your country
USA
Azərbaycan
Беларусь
Eesti
Georgia
Казахстан
Latvijas
Lietuvių
Молдова
Polska
Россия
Україна
USA
International | English
International | Русский
yes

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.

ქუქის პოლიტიკა

ხარისხის მართვა და სტანდარტები

კომპანიის პროდუქციის წარმოება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ხარისხის მართვა წარმოებს ხარისხის უზრუნველყოფისა და მუდმივი გაუმჯობესების თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით. კომპანიის ხარისხის მართვის სისტემა ფარავს მიწოდების ჯაჭვის მთელ ციკლს: ნედლი მასალებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა სარეალიზაციო ბაზარზე. კომპანიასა და მის საწარმოებში დანერგილია ხარისხის მართვის სტანდარტი ISO 9001:2008.

მოპოვებული და ქარხნებში შემოსული მინერალური წყალი გადის ყოველდღიურ მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ შემოწმებას ISO 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში.

ხარისხის მართვა და სტანდარტები

ორივე ქარხანაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა HACCP და ISO 22000:2005, რომლის ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყობს ხარისხის სპეციალისტების კარგად მომზადებული გუნდი. დიდი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად საერთაშორისო ჰიგიენისა და წარმოების პრაქტიკის დანერგვა-გატარებას.

„ბორჯომის“ ხარისხის კონტროლის სისტემა

ხარისხის მართვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი მომხმარებელთან უკუკავშირია. საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი. ინფორმაციის მოგროვება ხდება სოციალური ქსელების საშუალებითაც. (ცხელი ხაზი: +995 322422227) ეს ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზდება და გადაეცემა შესაბამის განყოფილებას შემდგომი რეაგირებისათვის.